ადამიანის უფლებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობა

2014 წლის აგვისტოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბდა მიგრაციის დეპარტამენტი. სტრუქტურის პასუხისმგებლობაა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში კანონი უცხოელთა შესახებ) ეფექტური და ეფექტიანი განხორციელება, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბერს შევიდა ძალაში. მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხოელების გამოვლენა, უცხოელთა ლეგალური სტატუსის დადგენა, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი უცხოელების ქვეყნიდან გაძევება. დეპარტამენტი მდებარეობს იმავე შენობაში, სადაც განთავსებულია დროებითი განთავსების ცენტრი (TAC), თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს.

პროექტი ENIGMMA-ს პროგრამის და მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და ICMPD-ს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, პროექტი ხელს შეუწყობს დეპარტემენტის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებას. შესაბამისად, ჩამოყალიბდა და დეპარტამენტთან შეთანხმდა ტრენინგის კონცეფცია და ადგილზე მხარდაჭერის ღონისძიებები. კურსის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლის პროცედურებში, მათ შორის გაძევების და გაძევებამდე დაკავების ცენტრებსა და სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში მიგრანტთა უფლებების დაცვაზე. სწავლების განმავლობაში სხვადასხვა მეთოდოლოგია იქნება გამოყენებული (ვერქშოპები, ადგილზე დახმარება, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის პრაქტიკის გაცვლა და სასწავლო ვიზიტების ორგანიზება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში). კურსის მიმდინარეობისას ოთხი ძირითადი კომპონენტი დაიფარება: 1) არალეგალურ სიტუაციებსა და მიგრაციის პროცედურებში გადაადგილების შეზღუდვისას მიგრანტების უფლებების დაცვა, 2) მიგრაციის შერეული ნაკადები და 3) მიგრაციის მართვისადმი ყოვლის მომცველი მიდგომა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა არალეგალური მიგრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებში.

არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა პროცედურაში მიგრანტთა ადამიანის უფლებების დაცვა დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საქართველო ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროპის ქვეყანას შორის, რომელსაც სულვილი აქვს შეასრულოს დაკავებული არალეგალური მიგრანტების ადამიანის უფლებათა შიდა მონიტორინგისა და მაკონტროლირებელმა ორგანოს ფუნქცია. შესაბამისად, საქართველოს სურს ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენცია მათ დადგომამდე. ამგვარად, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებში ადამიანის უფლებათა ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო „ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმი“ (HRMM). დოკუმენტი შემუშავებულია პროექტის ENIGMMA-ს მიერ, ლუდვიგ ბოლცმანის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტთან (BIM) ერთად. პარალელურად, პროექტი ENIGMMA ექსპერტებთან ერთად მუდმივად მართავდა შეფასების მისიებს საქართველოში მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და მასში არსებული ზოგადი სიტუაციის შეფასების მიზნით. შესაბამისად, დოკუმენტები ითვალისწინებენ HRMM-ის საჭიროებებს. ზემოთ ხსენებულ ღონისძიებებთან ერთად, პროექტი ENIGMMA-მ, MBI-ის ექსპერტებთან მჭირდო თანამშომლობით წვლილი შეიტანა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენასა და ინსტიტუციონალურ განვითარებაში, როგორიცაა: ადამიანის უფლებათა მონიტორინგის განყოფილების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების ჩამოყალიბებაში დახმარება; სამი სხვადასხვა სარჩელის შერჩევა და ექსპერტიზის მიწოდება; ლიტვის და ჰოლანდიის მიგრაციის სერვისების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებების გაზიარება.

გაძევების პროცედურებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ ღონისძიება

ღონისძიება შერეული მიგრაციის შესახებ

ღონისძიება ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ

ტრენინგი დაკავების საკითხთა შესახებ

მრგვალი მაგიდა ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საკითხების შესახებ

მიგრაციის დეპარტამენტის სასწავლო ვიზიტი ლატვიასა და ლიტვაში

სასწავლო ვიზიტი ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან (MRA) თანამშრომლობა

2014 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩამოყალიბდა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ერთეული, რომელიც აგროვებს, ამუშავებს და აანალიზებს საქართველოში თავშესაფრის მაძიებლების წარმოშობის ქვეყნების შესახებ მონაცემებს. ერთეულის ჩამოყალიბების შემდეგ, ENIGMMA-ს ექსპერტებმა გერმანიიდან და პოლონეთიდან, ICMPD-ის თავშესაფრის კომპეტენციის ცენტრმა და UNHCR-მა ჩამოაყალიბა COI-ის ერთეულის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები (2014 წლის ივნისში), რომელიც დამტკიცდა და ძალაში შევიდა 2015 წლის გაზაფხულზე. ეროვნული სატრენინგო პროგრამა საერთაშორისო დაცვის შესავალი კურსი შეიქმნა (2015 წლის ზაფხულში) ENIGMMA-ს ფარგლებში პროექტის, მიგრაციის საკითხებზე სატრენინგო და ანალიტიკური შესაძლებლობის გაძლიერება მოლდოვეთსა და საქართველოში  (ICMPD-ის მიერ განხორციელებული პროექტი GOVAC 2013 წელს) შედეგებზე დაყრდნობით ქათველი, ჰოლანდიელი და ICMPD-ის ექსპერტების მჭიდრო თანამშრომლობით. მოდული შექმნილია დაეხმაროს MRA-ს მართველობას დაგეგმოს და განახორციელოს ტრენინგი საერთაშორისო დაცვის და თავშესაფრის საკითხებზე და ძირითადად გამიზნულია სამინისტროში დასაქმებული ახალი თანამშრომლებისთვის, ისევე როგორც საქართველოში რეფერალური მექანიზმების დაცვაში ჩართული სხვა სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის.

ICMPD-ის კონტაქტების მეშვეობით ასევე შესაძლებელი გახდა COI-ის თაობაზე MRA-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის (მაგ.: უცხოელთა შესახებ პოლონეთის სამსახური, გერმანიის ფედერალური და მიგრაციისა და ლტოლვითა საკითხების სამსახური, ლიტვის მიგრაციის დეპარტამენტი) თანამშრომლობის ხელშეწყობა (ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ლიტვის მიგრაციის დეპარტამენტსა და MRA-ს შესაბამის განყოფილებას შორის);

პროექტი ENIGMMA-ს, ავსტრიის წითელ ჯვარს, რომელიც ასოცირებულია ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრთან (ACCORD) და MRA-ს შორის ხელშეკრულებას 2015 წლის სექტემბერში მოეწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, (2015-2016 წლების განმავლობაში) AACORD-ი პასუხობდა MRS-ს COI-ის კითხვებს თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყანის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციაზე, ასევე საქართველოს COI მკვლევარებს აწვდიდა მოსაზრებებს თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე პირთა მიერ წარდგენილ მოთხოვნებზე და პასუხის მომზადების პროცესში AACORD-ის მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდების შესახებ. ხელშეკრულება ძალაშია პროექტის დასრულებამდე (2017 წლის ივნისამდე).

ამავდროულად, განხორციელდა სამი სტაჟირება (თითო სტაჟირებაზე ერთი ადამიანი) ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში (ავსტრია, ლიტვა და პოლონეთი) საქართველოში მდგრადი COI სისტემის ჩამოყალიბების მიზნით. სტაჟირებები დაიგეგმა საქართველოს COI განყოფილების მკვლევარების კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით, რამაც ხელი შეუწყო მჭიდრო სამუშაო კონტაქტების ჩამოყალიბებასა და გამოცდილების გაცვლას. სტაჟირებების მეთოდოლოგია ითვალისწინებს, რომ საქართველოს COI-ის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მუდმივად იმუშავებენ თავშესაფრის საქმეებზე მუმუშავეთა მიერ COI-ის კვლევის მოთხოვნებზე. სამივე ქვეყანაში საქართველოს COI განყოფილების წარმომადგენლებმა იმუშავეს ადმინისტრაციულ კითხვებზე, ინფორმაციის წყაროებზე, ხარისხის კონტროლის სისტემაზე, კვლევის მეთოდოლოგიებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე და COI პროდუქტებზე კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში. ICMPD-ის თავშესაფრის კომპეტენციის ცენტრმა, AACORD-თან თანამშრომლობით უმასპინძლა საქართველოს COI-ის წარმომადგენლებს.

ღონისძიება COI-ის შესახებ

თავშესაფრის საკითხების შესახებ ღონისძიება საქართველოში

კონფერენცია COI-ის შესახებ თბილისში

ღონისძიება ევროკავშირის დირექტივების შესახებ