ანალიტიკური და კვლევითი აქტივობები

ICMPD-ის და SCMI-ს სამდივნოს ანალიტიკური განყოფილების დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მოთხოვნაზე ორიენტირებული კვლევისა და ანალიტიკური საქმიანობების დაფინანსება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების მიმართ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომას. შესაბამისად, პროექტი ითვალისწინებს წელიწადში 2 კვლევას მისი განხორციელების შესახებ. კვლევა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ასპექტებს:

– ანალიტიკურ კვლევასთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები SCMI-ის მხრიდან, რომელსაც ექნება ფონდებზე პასუხისმგებელი პირის და გარე პარტნიორებთან კომუნიკატორის ფუნქცია;

– საქართველოს საშუალო ფორმატის მიგრაციის პროფილის განახლებასთან დაკავშირებული ანალიტიკური საქმიანობები, ასევე, მიგრაციის მოკლე პროფილების განახლება და განვითარება;

– სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ახალგაზრდა მკვლევარებისა (მაგ.: დოქტორანტების) და სხვა კვლევითი საქმიანობების ხელშეწყობა: კვლევით ინსტიტუტებსა და ანალიტიკურ („think tank“) ორგანიზაციებში სტაჟირება.