აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაცია და თანამშრომლობა (EaPIC): მეტი მეტისთვის

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამა (EaPIC) უზრუნველყოფს დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევას აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებისათვის (EaP), რომლებიც ახორციელებენ რეფორმებს დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სფეროებში. წახალისების ეს მექანიზმი შესაბამისობაშია ორმხრივი ანგარიშვალდებულებისა და დიფერენციაციის პრინციპებთან, რომლებიც პირველად შემოტანილი იყო 2011 წელს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესში: „ევროკავშირის მიერ მზარდი დახმარების გაწევა მისი მეზობელი ქვეყნებისათვის გარკვეულ პირობებზეა დამოკიდებული. ეს პირობები ის წარმატებებია, რომლებსაც ქვეყნებმა უნდა მიაღწიონ დემოკრატიის შენების და გაძლიერების და სამართლის უზენაესობის პატივისცემისა და დამკვიდრების გზაზე. რაც უფრო მეტს და სწრაფად გააკეთებს კონკრეტული ქვეყანა და მიაღწევს წარმატებებს შიდა რეფორმების განხორციელებაში, მით მეტ მხარდაჭერას მიიღებს იგი ევროკავშირიდან“.  სწორედ ეს გახლავთ ის მიზეზი, როს გამოც პროგრამას უწოდებენ „მეტი (მხარაჭერა) მეტისათვის (პროგრესის შემთხვევაში)“. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამა წარმოადგენს დემოკრატიული ტრანსფორმაციისაკენ  მიმართული მუდმივი ძალისხმევის გაძლიერების ხელშემწყობ ფაქტორს. 

2012 წელს, საქართველოს გადაეცა 22 მილიონი ევრო მიგრაციასა და საზღვრების მართვასთან დაკავშირებული საკითხების გაუმჯობესების მიზნით, როგორც ამას მოითხოვდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი (საქართველო).  პროექტი  ENIGMMA  2012 წლის პროგრამული ბიუჯეტით არის დაფინანსებული. გარდა ამისა, 2013 წელს საქართველოს გადაეცა დამატებით 27 მილიონი ევრო, რისი მიზანიც იყო დასაქმების ბაზრის მართვის გაუმჯობესება და პროფესიული სწავლებისა და გადამზადების შესაძლებლობების განვითარება.

2013 წლის 12 ივნისს, ევროკომისიამ ხელი მოაწერა 2012 წლის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის  ფარგლებში  სპეციალური ღონისძიების დაფინანსების შეთანხმებას – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამა“. 2013 წლის 14 ივლისს შეთანხმებას  ხელი მოაწერა საქართველომ. პროგრამის მიზანია, დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას მიგრაციის მართვაში საქართველოს ეროვნული მიგრაციის სტრატეგიის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პრონციპების შესაბამისად.

ევროკომისიის, EuropeAid-ის მიხედვით