უცხოელთა ბინადრობის წესები

პროექტის ლეგალური მიგრაციის კომპონენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოში უცხოელთა ბინადრობის წესების ირგვლივ კანონმდებლობის მონიტორინგი და შემდგომი განვითარება. უცხოელთა შესახებ კანონმდებლობის განხორციელების მონიტორინგმა მთელი რიგი საკითხები გამოავლინა, რომელთაც შეცვლა ან ადაპტაციაა საჭირო. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და მიიღო არსებული კანონმდებლობის ცვლილებების პაკეტი, რასაც შესაბამისი კანონ-ქვემდებარე აქტების გადახედვა მოჰყვა. შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (PSDA) მიგრაციისა და მოქალაქეობის დეპარტამენტის, როგორც უცხოელთა ბინადრობის წესებთან დაკავშირებით პრცედურების პრაქტიკულ განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოს (იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული) პრიორიტეტებისა და საჭიროებების განსაზღვრის შემდეგ, შესაძლებლობების გაძლიერების მთელი რიგი ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა.

პირველ ეტაპზე, 2015 წლის თებერვალში ჩატარდა სემინარი თემაზე ბინადრობის წესები საქართველოსა და ევროკავშირში“, რომელსაც უცხოელთა შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებითი მომუშავე ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება  ლიტველი და ლატვიელი ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა. ინიციატივის შემდეგ განხორციელდა სასწავლო ვიზიტი ლიტვაში უცხოელთა ბინადრობის წესების შესახებ (2015 წლის აპრილი), შვედეთში (2015 წლის სექტემბერი), ჩეხეთის რესპუბლიკაში (2016 წლის აპრილში) და პოლონეთში (2016 წლის სექტემბერში). სასწავლო ვიზიტების მიზანი იყო – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (PSDA) მიგრაციისა და მოქალაქეობის დეპარტამენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უცხოელთა ბინადრობის წესებთან , ოჯახის გაერთიანებასთან, თავშესაფართან, გაყალბებული დოკუმენტების გამოვლენასთან, დაკითხვის ტექნიკასტან დაკავშირებულ საკითხებზე.

ელექტრონული აპოსტილი

2015 წლის 25-26 ნოემბერს ENIGMMA-მ, PSDA-სთან თანამშრომლობით, ღონისძიება გამართა ელექტრონულ აპოსტილზე გამოცდილების გასაზიარებლად, რომელშიც გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრიის ექსპერტები მონაწილეობდნენ. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები, როგორც საქართველოში აპოსტილის გაცემაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი ძირითადი სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები, ისევე როგორც შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. ევროპაში ელექტრონული აპოსტილის სისტემის დეტალური პრეზენტაციის შემდეგ, მსჯელობა გაიმართა ამგვარი გარემოს დაგეგმვასა და განხორციელებაზე, საქართველოში ონლაინრეგისტრაციის სისტემასა და ელექტრონულ ნოტარიუსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შემდეგ ეტაპზე, აპოსტილთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის სასწავლო ვიზიტი განხორციელდა ესპანეთში (2017 წლის მარტში). ვიზიტის მონაწილეები გაეცნენ ელექტრონული აპოსტილის სისტემას ესპანეთში. მიღებული პრაქტიკული გამოცდილება ქართველ კოლეგებს დაეხმარება გადაწყვიტონ შესაძლებელია თუ არა ელექტრონული აპოსტილის შემოღება საქართველოში.