ბუდაპეშტის პროცესი

ბუდაპეშტის პროცესი არის რეგიონალური დონის დიალოგი მიგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც გადაჭიმულია ევროპიდან აბრეშუმის გზის ქვეყნებში. იგი ასევე ფარავს ევროპის აღმოსავლეთ მეზობლებს, დასავლეთ ბალკანეთსა და ცენტრალურ აზიას. პროცესი უზრუნველყოფს დიალოგისა და ოპერატიული თანამშრომლობის პლატფორმას 50-ზე მეტი მთავრობისა და 10 საერთაშორისო ორგანიზაციისათვის.

მისი მუშაობის 25 წლის განმავლობაში, ბუდაპეშტის პროცესმა განავითარა მონაწილე ქვეყნების ფართო ქსელი, ისევე როგორც გააფართოვა მუშაობის თემატური სფერო. დიალოგი ცნობილია რეგიონებში, რომლებსაც ის ფარავს, მის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია ნდობით სარგებლობს. მიუკერძოებელმა ბუნებამ, თანაბარი დონის პრინციპების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა თანამშრომლობის მიღწევა ფართო, მათ შორის პოლიტიკურად სენსიტიურ, საკითხებზეც. ბუდაპეშტის პროცესი, ქმნის პლათფორმას სწავლებისა და ტრეინინგებისათვის, ისევე, როგორც კონკრეტული პროექტების განვითარებისა და თანამშრომლობისათვის.

ბუდაპეშტის პროცესმა მიაღწია ბალანსს პოლიტიკურ დიალოგსა და ქმედებების განხორციელებას შორის კონკრეტული პროექტების იმპლემენტაციითა და პოლიტიკური მიზნების ხელშესახები შედეგების შექმნით. პროექტებმა აბრეშუმის გზის რეგიონში გააუმჯობესა ადმინისტრაციების შესაძლებლობები ადამიანთა მობილობის ყველა ასპექტის უკეთესი მართვისათვის, მათ შორის ცნობიერების ამაღლების გზით მიგრაციის დადებითი მხარეების შესახებ ქვეყნის განვითარებისათვის.

ბუდაპეშტის პროცესი ქმნის არაფორმალურ, მოქნილ ჩარჩოს სახელმწიფოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, რათა მათ განიხილონ საერთო ინტერესის საკითხები და შეინარჩუნონ მჭირდო კომუნიკაცია ერთმანეთთან დიალოგის, ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარების, მიგრაციის ცნებების საერთო გაგების და პოლიტიკის განვითარების ისევე, როგორც მიგრაციის საკითხებზე საერთო ენის ჩამოყალიბების გზით. აღნიშნული აუცილებელია მომავალი თანამშრომლობისათვის.

მოკლე ინფორმაცია ბუდაპეშტის პროცესის შესახებ

წყარო: ბუდაპეშტის პროცესის ოფიციალური ვებ გვერდი