განათლება მიგრაციის საკითხებზე

მიგრაციის სფეროში სამთავრობო და აკადემიურ ინსტიტუციებს შორის მუდმივი თანამშრომლობის ხელშეწყობა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად აღიარეს. ზოგადად, აკადემიური საზოგადოებასთან თანამშრომლობა ეხმარება ხელისუფლებას, მიგრაციასა და განვითარებას შორის ურთიერთკავშირის ანალიზის საფუძველზე, მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრაში. თუმცა, ეს თანამშრომლობა, შესაბამისი პრაქტიკული აკადემიური საქმიანობის გაზრდით, ხელს უწყობს მიგრაციის კვლევის შინაარსისა და მასშტაბების გაფართოებას და მიგრაციის საგნის უნივერსიტეტებში სწავლებას. მიგრაციისადმი მრავალმხრივი დისციპლინური მიდგომა აღარ მოიცავს მხოლოდ გამგზავრებასა და ჩამოსვლას, ქვეყანაში რეგულარულად ყოფნასა და დაცვას. აუცილებელია გავიაზროთ, რომ მიგრაცია საკმაოდ კომპლექსური, ინტერდისციპლინური ფენომენია, რომელსაც შეუძლია სარგებელი მოუტანოს პირებს და წარმოშობის, სატრანზიტო თუ დანიშნულების ქვეყნებს. იგი მჭიდროდ უკავშირდება ისეთი სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, სამართლი, დემოგრაფია, სოციალური მეცნიერებები, განვითარება, პოლიტიკა, მედია, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სხვა. სახელმწიფოსა და აკადემიურ საზოგადოებას შორის აქტიური განხილვების, ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის ფონზე, მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მართვისას, შესაძლებელი უნდა იყოს მეტი ბალანსის დამყარება პოლიტიკურ და სოციალურ პრიორიტეტებსა და მიგრაციის კვლევის შედეგებს შორის.

მთავრობისა და აკადემიური საზოგადოების თანამშრომლობა ერთ კონკრეტულ ქვეყანაში უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ეს საკმარისი არ არის მიგრაციის პროცესების ფართო და ყოვლისმომცველი სურათის მისაღებად, რადგან საერთაშორისო მიგრაცია, სულ ცოტა, ორი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ეს თანამშრომლობა მომდევნო ეტაპზე უნდა გადავიდეს, რათა საფუძველი ჩაუყაროს მიგრაციის კვლევის უფრო ფართო საერთაშორისო ან რეგიონულ ჩარჩოს, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებსა და რეგიონებს მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებაში.

ამ თვალსაზრისით განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

– ყოველწლიური საზაფხულო სკოლები მოსწავლეების, კურსდამთავრებულებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა ან კვლევით ცენტრებში მიგრაციის საკითხებზე მუშაობენ;

–  მიგრაციის კვლევის საკითხებზე ორიენტირებული ყოველწლიური კონფერენციები. მათი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარებისა  და პოლიტიკოსების გაერთიანება მიგრაციის კვლევის საკითხთა ერთობლივად განხილვისათვის, ასევე, ამ ცოდნის გამოსაყენებლად საქართველოსა თუ მსოფლიო მიგრაციის პოლიტიკაში;

– ევროკავშირის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და საქართველოს მიგრაციის საკითხებზე მომუშავე მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალის ქსელის შექმნა, სწავლებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით;

– ქართველი სტუდენტებისთვის იმიტირებულ სასამართლოთა კონკურსების ორგანიზება და ჩატარება.