დიასპორის ჩართულობა

ამ ინიციატივის ზოგადი მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა სტატუსის დარეგულირებას, მათი სოციალური და სხვა უფლებების დაცვას, დანიშნულების ქვეყნებში არსებული სამართლებრივი ინფორმაციის ოპტიმიზაციასა და ქართული დიასპორისა თუ მიგრანტი თემების საჭიროებათა იდენტიფიცირებას. პროექტის განხორციელების ეტაპზე მისი გუნდი დაეყრდნობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ემიგრანტების როლის გაძლიერება სამშობლოში (ERGEM)“, რომელიც 2013-2014 წლებში ICMPD-ისა და DRC-ის ხელმძღვანელობით განხორციელდა; პროექტის სამიზნე ჯგუფები იყვნენ ქართველი მიგრანტები და ქართული დიასპორის თემები გერმანიაში, საბერძნეთსა და თურქეთში.

 პროექტი მიზნად ისახავს საგარეო საქმეთა სამინისტროს (MFA) დიასპორის ურთიერთობათა დეპარტამენტის, SCMI-ს სამდივნოსა და SCMI-ს ფარგლებში არსებული განვითარებასა და მიგრაციაზე მომუშავე ჯგუფის ჩართვას, რათა მათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში. გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გათვალისწინებით, ევროკავშირი, ICMPD, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (EaP) და ქართველი პოლიტიკოსები, მეცნიერებთან ერთად, ასევე მიიღებენ მონაწილეობას პროექტის განხორციელების პროცესში.

 ეს საქმიანობა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

  • ქართველი მიგრანტებისა და დიასპორის თემების საჭიროებათა ანალიზი და ძირითადი დანიშნულების ქვეყნების „მეპინგი“;
  • ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არარეგულარულ მდგომარეობაში მყოფ ქართველი მიგრანტებთან მიმართებით შესაძლო დარეგულირების ზომებზე მოლაპარაკება;
  • სამუშაო შეხვედრები, საჯარო განხილვათა ფორუმებისა და გამოცდილების გასაზიარებელი სემინარების ორგანიზება;
  • განხორციელება პროექტისა „საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“.