ევროკავშირის ექსპერტთა ვიზიტები საქართველოში

ეს კომპონენტი ეხება SCMI-ს საფუძლიანი და დეტალური ცოდნის ჩამოყალიბებას ევროკავშირის მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესახებ. იგი ორიენტირებულია საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტთა გაცვლით სამუშაო ვიზიტებზე. აქედან გამომდინარე, დაგეგმილი საქმიანობა გულისხმობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას იმ სფეროების შესახებ, რომლებზეც ორიენტირებულია მიგრაციის სტრატეგია. ესენია: ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, თავშესაფრის სისტემის შემდგომი განვითარება, იმიგრანტთა ინტეგრაციისა და დაბრუნებისშემდგომი რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მიგრაცია და განვითარება, მიგრაციის მართვის შემდგომი გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე.

ამ კომპონენტში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

– მიგრაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, ასევე, შეფასების მხრივ ევროკავშირის გამოცდილების შეგროვება, ანალიზი და გაზიარება;

– მიგრაციის მართვის გამოვლენილ სფეროებში შესაძლებლობების განვითარება და შესაბამისი სასწავლო ვიზიტები;

– დასრულებული აქტივობების საფუძველზე შემდგომი რეკომენდაციების შემუშავება.