ევროკავშირის მიგრაციის კანონმდებლობა

საქართველომ თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას შეუსაბამა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებისას. ასევე, ქართულ ენაზე ითარგმნა ევროკავშირის ძირითადი კანონმდებლობა და ხელმისწვდომი გახდა SCMI- ის ვებგვერდი. მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად გაუმჯობესდა საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში, კვლავ დგას სისტემის მეტად დახვეწის აუცილებლობა. კერძოდ, იგულისხმება SCMI-ის წევრი ინსტიტუციების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის კანონმდებლობის ძირითად ელემენტებზე სამართლიანობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების კუთხით, ასევე, ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროკავშირის კანონმდებლობასთან – უფრო კონკრეტულად, თავშესაფრის კანონმდებლობასთან – შესაბამისობის მონიტორინგსა და  შეფასების ზოგად პრინციპებზე. ეს საქმიანობა განხორციელდება SCMI-ს სამდივნოსთან, ICMPD-ის შიდა ექსპერტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მოქმედ სპეციალისტებთან თანამშრომლობით.

შესაბამისად, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

– SCMI-ს წევრი ორგანიზაციების კონკრეტულ საჭიროებათა შეფასება და ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებული მიზნობრივი ტრენინგების/სემინარების ჩატარება SCMI-ს სამდივნოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საემიგრაციო საკითხებში ჩართულ სპეციალისტებთან ერთად, რათა სათანადოდ იყოს გაგებული/გააზრებული მნიშვნელოვანი და კომპლექსური დირექტივები;

– SCMI-ს წევრთა მხარდაჭერა ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების თარგმნაში, აგრეთვე ევროკავშირის მიგრაციის კანონმდებლობის ანალიზი და შედარება საქართველოს თავშესაფრის კანონმდებლობასთან;

– ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერა EASO-ს სასწავლო მოდულის შესაბამისად, ტრენინგის მეთოდოლოგიის კონცეფციისა და ინსტრუმენტების განვითარებისათვის; ასევე, სხვა სატრენინგო მასალების შემუშავება ამავე მოდულის კონცეფციის მიხედვით;

– CJEU-სა და ECTHR-ის შესაბამისი პრეცედენტული სამართლის ინტეგრირების ხელშეწყობა, ერთი მხრივ, საქართველოს თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე ხელისუფლების ორგანოებისა და, მეორე მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილებებში, პრეცედენტული სამართლის მოკლედ შეჯამებისა და შესაბამისი ანალიზის ქართულ ენაზე მოწოდებით.