„ემიგრანტთა როლის გაძლიერება საქართველოში“ (ERGEM)

პროექტი „ემიგრანტთა როლის გაძლიერება საქართველოში“
მიზანი: პროექტი „ემიგრანტთა როლის გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს კავშირების განმტკიცებას უცხოეთში მყოფ ქართველებსა და საქართველოს უწყებებს შორის, რათა გაიზარდოს დიასპორის წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

რეზიუმე: პროექტის აქტივობები განხორციელდება სამი თანმიმდევრული ფაზის განმავლობაში  (დაწყება, განხორციელება და დახურვა) და სამი დამატებითი კომპონენტის საფუძვევლზე: 1) ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, 2) სერვისები უცხოეთში მყოფი დიასპორისთვის და 3) სერვისები საქართველოში. პროექტ ERGEM-ის მთავარი აქტივობა ქართველი მიგრანტებისათვის და დიასპორის წევრებისათვის გამართული საინფორმაციო დღეები იყო. საინფორმაციო დღეების ორგანიზება ეყრდნობოდა კვლევის “საქართველოს დიასპორა და მიგრანტთა გაერთიანებები, გერმანიაში, საბერძნეთსა და თურქეთში – ტრანსნაციონალური რეალობა და კავშირები საქართველოსთან” დასკვნებს. ღონისძიებები ჩატარდა, ქ. ბერლინში, ქ. ათენსა და ქ. სტანბოლში. ღონისძიებების მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გავრცელება და სერვისების უზრუნველყოფა ქართველი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად: სამართლებრივი სტატუსი, საიდენტიფიკაციო და ოფიციალური დოკუმენტები, საკუთრების უფლება, დაბრუნება და რეინტეგრაციის შესაძლებლობები, ისევე როგორც, ბიზნესის და ინვესტირების საშუალებები საქართველოში. დამატებით, პროექტი  ERGEM ცდილობდა დაემყარებინა პირდაპირი და ახლო კონტაქტი საქართველოს დიასპორასა და საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს შორის.  იმისათვის, რომ ხელი შეეწყოთ ამ მოძრაობის მდგრადობისათვის, პროექტის განხორციელებისას შეძენილ გამოცდილებაზე დაყრდნობით პროექტის ფარგლებში შესაბამისი გზამკვლევი იქნა შემუშავებული.

განმახორციელებელი დაწესებულება:ლტოლვილთა დანიის  საბჭო, ICMPD-სთან თანამშრომლობით

პარტნიორები: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო;სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; და პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო

დონორები: ევროპის კავშირი, ლტოლვილთა დანიის საბჭო და პროექტის პარტნიორები

ხანგრძლივობა: 2013 წლის 17 აპრილი – 2014 წლის 16 დეკემბერი

დამატებითი ინფორმაცია:

პროექტ ERGEM facebook გვერდი

პუბლიკაციები:

პროექტ ERGEM-ის სიტუაციური ანალიზი

პროექტ ERGEM-ის საკონსულტაციო პროგრამის ორგანიზების გზამკვლევი