ვინ ვართ ჩვენ

ვიოლეტა ვაგნერი - რეგიონალური მენეჯერი

განათლება:
საერთაშორისო სამართლის მაგისტრი; მიკოლას რომერისის უნივერსიტეტი; ვილნიუსი, ლიტვა
პროფესიული გამოცდილება:
2010–დღემდე – პროექტის მენეჯერი; მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი; ვენა, ავსტრია
2004–2005 – პროექტის მენეჯერი, ევროკავშირის ტასისის პროექტი უკრაინა-ლიტვა-ავსტრია ‘მიგრაციისა და ლტოლვილთა სფეროში სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეფორმების მხარდაჭერა უკრაინაში ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად’; ვილნიუსი, ლიტვა/კიევი, უკრაინა
2004–2006 – ლექტორი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, მიკოლას რომერისის უნვიერსიტეტი, ვილნიუსი, ლიტვა
2002–2003 – პროექტის მენეჯერი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ლიტვა-ავსტრიის დაწყვილების პროექტი ‘მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხთა მართვის სრულყოფილი სისტემის შექმნა’; ვილნიუსი, ლიტვა
1998–2009 – თავშესაფრის საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილე; ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული მიგრაციის დეპარტამენტი; ვილნიუსი, ლიტვა
1996–1998 – ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის მოადგილე/იურიდიული განყოფილების გამგე; ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული მიგრაციის დეპარტამენტი; ვილნიუსი, ლიტვა
1994–1996 – ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტი; ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი; ვილნიუსი, ლიტვა
კომპეტენცია:
ვიოლეტა ვაგნერი არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და აქვს ლიტვის სახელმწიფო ადმინისტრაციაში მიგრაციის საკითხებზე მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიწრო სპეციალობა დაკავშირებულია ადამიანის საერთაშორისო უფლებების, მიგრაციისა და თავშესაფრის სამართალთან, მის მიერ გავლილი შრომითი გზის საფუძველზე მას დიდი გამოცდილება აქვს მიღებული მიგრაციის ფართო სპექტრის საკითხებში. 2011 წლიდან ვიოლეტა ვაგნერი მონაწილეობს საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაში.
ელ. ფოსტა: violeta.wagner@icmpd.org

Read moreსრულად

ზურაბ ყორღანაშვილი - ოფისის ხელმძღვანელი

განათლება:
ფილოლოგი (ინგლისური ენა და ლიტერატურა), თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო;
სამართალმცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
პროფესიული გამოცდილება:
2014–დღემდე – წარმომადგენელი საქართველოში, პროექტის მენეჯერი; მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი; თბილისი, საქართველო
2012–2013 – პროექტის ოფიცერი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი; ვენა, ავსტრია
2009–2012 – პროექტის ოფიცერი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი; თბილისი, საქართველო
2008–2009 – პროექტის კოორდინატორი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია; თბილისი, საქართველო
2007–2008 – სამოქალაქო საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; თბილისი, საქართველო
2006–2007 – პროექტის რეგიონული ოფიცერი, კათოლიკური დახმარების სამსახური – სამხრეთი კავკასია; თბილისი, საქართველო
2005–2006 – იურისტი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური რეფორმისა და არაფორმალური სექტორის კანონის უზენაესობის პროექტი; თბილისი, საქართველო
2001–2005 – საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თბილისი, საქართველო
კომპეტენცია:
ზურაბ ყორღანაშვილის კომპეტენციის ძირითადი სფეროა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. იგი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისთან დაკავშირებულ პროექტებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, კერძოდ, კათოლიკური დახმარების სამსახურში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრში. გარდა ამისა, მას ჩატარებული აქვს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ტრენინგები, იგი მონაწილეობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეროვნული გეგმების შემუშავებაში, ეროვნული რეფერალური მექანიზმების შექმნასა და ტრეფიკინგთან დაკავშირებული მონაცემების მართვის გაუმჯობესებაში, ასევე დახმარებას უწევდა სახელმძღვანელოებისა და გზამკვლევების შემუშავებაში. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროს გარდა, იგი მუშაობდა მიგრაციისა და განვითარების, საზღვრის მართვის, საერთაშორისო დაცვის და თავშესაფრის და ლეგალური მიგრაციის სფეროებში.
ელ. ფოსტა: zurab.korganashvili@icmpd.org

Read moreსრულად

თამარ კიკვიძე - პროექტის მენეჯერი

განათლება:
სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; თბილისი, საქართველო
ბირმინგემის უნივერსიტეტის, ევროპული სამართლის ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა სამართალი და პრაქტიკული პროგრამა; ბირმინგემი/დიდი ბრიტანეთი
პროფესიული გამოცდილება:
2014–დღემდე – პროექტის ოფიცერი; მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი; თბილისი, საქართველო
2010–2014 – გამგეობის წევრი/პროექტის დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი; თბილისი, საქართველო
2005–2010 – კონსული/საკონსულო სამსახურის უფროსი; საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში; ვენა, ავსტრია
2001–2005 – უფროსის მოადგილე/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საკონსულო სამართლებრივი სამმართველო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი; თბილისი, საქართველო
1996–2001 – სტაჟიორი/ატაშე/მესამე მდივანი/მეორე მდივანი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი; თბილისი, საქართველო
კომპეტენცია:
თამარ კიკვიძეს მიგრაციის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საქართველოში მიგრაციის სიტუაციას, როგორ საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე. იგი ხელმძღვანელობდა მიგრაციასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, UNHCR-ის და IOM-ის ჩათვლით. თამარი დახმარებას უწევდა საქართველოს მთავრობას კანონშემოქმედებით საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების მიზნით. იგი მონაწილეობდა ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, ჩართული იყო რეადმისიის სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ ორმხრივ მოლაპარაკებებში, სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და კვლევების შემუშავების პროცესში. მას ჩატარებული აქვს ტრენინგები მოქალაქეობასთან და მოქალაქეობის არქონასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისთვის და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. თამარს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს – იგი იყო ექსპერტთა ჯგუფის წევრი ბუდაპეშტის და პრაღის პროცესების ფარგლებში.
ელ. ფოსტა: Tamar.kikvidze@icmpd.org

Read moreსრულად

ქსენია ფილიპენკო - პროექტის ოფიცერი

განათლება:
გლობალური კვლევების მაგისტრი ვენის უნივერსიტეტი; ვენა, ავსტრია
ეკონომიკის ისტორიის მეცნიერების მაგისტრი; ლონდონის ეკონომიკის სკოლა, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ევროპული კვლევების ბაკალავრი; ბრემენის უნივერსიტეტი; ბრემენი, გერმანია
პროფესიული გამოცდილება:
2013–დღემდე – პროექტის უმცროსი ოფიცერი; მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი; ვენა, ავსტრია
2011–2013 – პროექტის ასისტენტი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი; ვენა, ავსტრია
კომპეტენცია:
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრში ქსენიამ შეიძინა გამოცდილება შემდეგ საკითხებში: ქართული დიასპორა; ზოგადი მიგრაციის საკითხები მოლდოვასა და საქართველოში; კავშირები მთავრობასა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის. მანამდე ქსენია იყო სტაჟიორი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობაში და დირექტორის თანაშემწე ფილმისა „FC Chechnya“ (2011), რომელიც აღწერს ჩეჩენი თავშესაფრის მაძიებელთა ბედს ავსტრიაში. გარდა ამისა, ქსენია მუშაობდა და სწავლობდა აშშ-ში, ავსტრალიაში, ურუგვაიში, რუსეთსა და უკრაინაში.
ელ. ფოსტა: Xenia.Pilipenko@icmpd.org

Read moreსრულად

ქეთი გორგოშიძე - პროექტის ოფიცერი

განათლება:
საერთაშორისო განვითარება, მაგისტრის ხარისხი; ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი
სოციოლოგია, ბაკალვრის ხარისხი; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
პროფესიული გამოცდილება:
2013–დღემდე – პროექტის უმცროსი ოფიცერი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი – ICMPD; თბილისი, საქართველო
2012–2013 – ღონისძიებათა და მენტორობის კოორდინატორი; Counterpart International; თბილისი, საქართველო
2010–2012 – მიგრაციის პროექტის ოფიცერი; დანიის ლტოლვილთა საბჭო – DRC; თბილისი, საქართველო
2007–2008 – წამყვანი სპეციალისტი; საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატი; თბილისი, საქართველო
კომპეტენცია:
ქეთი გორგოშიძემ მაგისტრის ხარისხი მიიღო ლუნდის უნივერსიტეტში, საერთაშორისო განვითარების შესწავლის სფეროში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი – თბილისის უნივერსიტეტში, სოციოლოგიის დარგში. მას აქვს მიგრაციის საკითხებზე მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო
ელ. ფოსტა: keti.gorgoshidze@icmpd.org

Read moreსრულად

მაგდა საბადელო - პროექტის ოფიცერი

განათლება:
მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევების მაგისტრი; მშვიდობის ევროპული უნივერსიტეტი; შტადშლაინინგი, ავსტრია
საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ბაკალავრი; ამერიკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი; თბილისი, საქართველო
პროფესიული გამოცდილება:
2014–დღემდე – პროექტის ასისტენტი; მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი; ვენა, ავსტრია
2012–2013 – გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის ფორუმის პროექტის ასისტენტი; Interkulturelles Zentrum; ვენა, ავსტრია
2009–2010 – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; თბილისი, საქართველო
2007–2009 – ტრენინგის პროგრამების ხელმძღვანელი, TDG ჰოლდინგი; თბილისი, საქართველო
კომპეტენცია:
მაგდა საბადელოს განათლება მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობათა და კონფლიქტოლოგიის სფეროში. მისი სამაგისტრო ნაშრომის თემა იყო ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. იგი მუშაობდა როგორც კერძო სექტორში, ისე საქართველოს სამთავრობო უწყებაში. ის იყო გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის ფორუმის ახალგაზრდული ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც 2013 წელს გაიმართა ვენაში (ავსტრია).
ელ. ფოსტა: magda.sabadello@icmpd.org

Read moreსრულად

თამარ შალამბერიძე - პროექტის ასისტენტი

განათლება:
სამართლის მაგისტრი; ევროპული სამართლის სკოლა, მაასტრიხტის უნივერსიტეტი; მაასტრიხტი, ნიდერლანდები
პროფესიული გამოცდილება:
2014–დღემდე – პროექტის ასისტენტი; მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი; თბილისი, საქართველო
2012–2013 – სტაჟიორი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი თბილისი, საქართველო
2011–2012 – სტაჟიორი, იურიდიული ფირმა; თბილისი, საქართველო
კომპეტენცია:
თამარ შალამბერიძეს მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს მაასტრიხტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. მისი სამაგისტრო ნაშრომი მოქალაქეობის არქონის საკითხებს ეხება. მანამდე იგი მუშაობდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში საქართველოში, სადაც მას ადმინისტრაციული და ლოგისტიკური უზრუნველყოფა ევალებოდა. ამჟამად იგი მუშაობს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის პროექტში „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოს“-ში, რომელიც საქართველოში ხორციელდება.
ელ. ფოსტა: tamar.shalamberidze@icmpd.org

Read moreსრულად

გიორგი არჯევანიძე - ლოჯისტიკის მენეჯერი

განათლება:
საინფორმაციო მეცნიერებისა და კონტროლის სისტემების ბაკალავრი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
პროფესიული გამოცდილება:
2014–დღემდე – ლოჯისტიკის მენეჯერი; მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი თბილისი, საქართველო
2004–2014 – მძღოლი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; თბილისი, საქართველო
2004–2004 – ტრანსპორტირების ასისტენტი; უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი; თბილისი, საქართველო
1999–2012 – ავტოტრანსპორტის მაღალი კლასის ტარების უფროსი ინსტრუქტორი, სპეციალური ძალები; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კომპეტენცია:
გიორგი არჯევანიძე არის საინფორმაციო მეცნიერებისა და კონტროლის სისტემების ბაკალავრი. იგი სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა – იყო ლოჯისტიკის მენეჯერი, ზედამხედველი, უფროსი ავტო ტექნიკოსი და ხარისხის კონტროლის მენეჯერი. მას აქვს საერთაშორისო გარემოში მუშაობის, კომუნიკაციის დამყარებისა და დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება
ელ. ფოსტა: giorgi.arjevanidze@icmpd.org

Read moreსრულად

გურამ მამფორია - პროექტის ასისტენტი

განათლება:
პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო

პროფესიული გამოცდილება:
2019-დღემდე – პროექტის ასისტენტი; მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი; თბილისი, საქართველო
2018 – პროექტის ოფიცერი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, თბილისი, საქართველო
2017 – სტაჟიორი, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისი, საქართველო

კომპეტენცია:
გურამ მამფორია ფლობს ბაკალავრის ხარიხს პოლიტიკის მეცნიერებაში და მაგისტრის ხარისხს საჯარო ადმინისტრირებაში. მისი სამაგისტრო ნაშრომი ლტოლვილთა ინტეგრაციის პოლიტიკას ეხება. მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრამდე, მას ეკავა პროექტის ოფიცრის პოზიცია ლტოლვილთა სათემო მობილიზაციის პროექტში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაფინანსებით ახორციელებდა.

Read moreსრულად