თანამშრომლობა სამეცნიერო საზოგადოებასთან

პროექტ ENIGMMA-ს ერთი-ერთი ძირითადი კომპონენტია საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, კონკრეტულად კი – სალექციო ციკლის შექმნა, რომელიც ინტეგრირებულია 2014/2015, 2015/2016 და 2016/2017 აკადემიური წლების პროგრამებში. ლექციები და სემინარები შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • მიგრაციის მეცნიერებათა შესავალი და მიგრაციის კვლევის მეთოდები
  • მიგრაცია და განვითარება და მიგრაცია და ეკონომიკა
  • საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დაცვა
  • მიგრაციის საერთაშორისო და ევროკავშირის კანონმდებლობა და ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკა
  • მიგრაციასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების კვლევა და შეფასება
  • ინტეგრაცია და მოქალაქეობა
  • ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
  • მიგრაცია და მედია და მიგრანტთა წარმოდგენები

თემები ჩამოყალიბებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკრეტული მოთხოვნის შესაბამისად. პროექტის მიერ ლექტორები მოწვეულნი არიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა პარტნიორი უნივერსიტეტებიდან. ლექციები და სემინარები ასევე ხელმისაწვდომია სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის.

ამასთანავე, პროექტი ENIGMMA ამზადებს მიგრაციის სახელმძღვანელოს საქართველოსთვის. ის ძირითადად განკუთვნილია საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის, სტუდენტებისა და ლექტორებისთვის, თუმცა ასევე დააინტერესებთ მიგრაციის სფეროს პრაქტიკოსებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და, საერთოდ, საზოგადოებას. სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ თავებს:

  1. შესავალი
  2. მიგრაცია, როგორც ინტერდისციპლინური ფენომენი
  3. მიგრაციული მოძრაობის ძირითადი ფორმები
  4. საერთაშორისო მიგრაცია: თეორიული ჩარჩო
  5. მიგრაციის ისტორია
  6. ადამიანთა გეოგრაფია და მიგრაცია
  7. სტატისტიკა და დემოგრაფია
  8. მიგრაციის ეკონომიკური ასპექტები
  9. მიგრაცია და სოციალური მეცნიერებები
  10. მიგრაცია და გენდერი
  11. მიგრაციის სამართლებრივი ასპექტები და მიგრანტთა უფლებები და მოვალეობები
  12. მიგრაცია და მედია
  13. მიგრაცია და საერთაშორისო ურთიერთობები
  14. მიგრაცია და საჯარო მმართველობა
  15. მიგრაცია და უსაფრთხოება
  16. დასკვნა

სახელმძღვანელო დასრულდება 2017 წელს.

მიგრაციის კვირეული

საზაფხულო სკოლა 2015

საზაფხულო სკოლა 2016

საზაფხულო სკოლა 2017