ინიციატივა მიგრანტებისთვის კრიზისში მყოფ ქვეყნებში (MICIC)

მიგრანტები კრიზისულ ქვეყნებში

მიგრანტები კრიზისულ ქვეყნებში (MICIS) გლობალური ინიციატივაა, რომელიც „სახელმწიფოს მიერ წარმართული მრავალ პარტნიორული,  საკონსულტაციო პროცესია, რომლიც მიზანიც არასავალდებულო, ნებაყოფლობითი პრინციპების, გაიდლაინებისა და ეფექტიანი პრაქტიკის შემუშავებაა, რათა სახელმწიფოები და სხვა დაინტერესებულმა მხარეები მოემზადონ, უპასუხონ და მართონ კონფლიქტურ ან ბუნებრივი კატასტროფების სიტუაციაში მყოფ ქვეყნებში მიგრანტების წინაშე არსებული გრძელვადიანი გამოწვევები.“ 2014 წელს დაწყებული ფართო და ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ფილიპინების მთავრობებმა საფუძველი ჩაუყარეს MICIC ინიციატივას იმ კრიზისების, კონფლიქტების და ბუნებრივი კატასტროფების საპასუხოდ, რასაც გავლენა აქვს მიგრანტებზე. MICIS სამდივნოს მასპინძლობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ინიციატივა 2016 წლის ივნისში წარმატებულად დასრულდა  „კონფლიქტების ან ბუნებრივი კატასტროფების კონტექსტის ქვეყნებში მიგრანტების დაცვის სახელმძღვანელო პრინციპების“ გავრცელებით. კრიზისულ ქვეყნებში მიგრანტების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მუშაობა გრძელდება გაიდლაილების გავრცელების, შესაძლბელობების გაზრდის ღონისძიებების ორგანიზების, კვლევისა და ოპერაციული მექანიზმების ჩამოყალიბების მიმართულებით.

„მიგრანტები კრიზისულ ქვეყნებში (MICIS): მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომის ხელშეწყობა სახელმწიფოს ეფექტიანი და თანამშრომლობითი ქმედებისათვის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც მხარს უჭერს და ავსებს MICIC-ის გლობალურ ინიციატივას. პროექტი 2015 წლის იანვარში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდა. იგი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ ხორციელდებოდა. პროექტი სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს მოიცავდა:

  1. კონსულტაციები – პირდაპირ შეიტანა წვლილი გაიდლაინების ჩამოყალიბებაში 6 რეგიონული კონსულტაციის ორგანიზების გზით.
  2. კვლევა – უზრუნველყოფს მტკიცებულებას კრიზისულ ქვეყნებეში მიგრანტების შესახებ, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოციო-ეკონომიკურ გავლენებზე განვითარებისთვის, გამოყენებულია შემთხვევების შესწავლის მიდგომა შემდგომი ნაბიჯების ინფორმირების მიზნით.
  3. შესაძლებლობების გაძლიერება – სხვადასხვა ღონისძიებები კონსულტაციების, MICIC-ის გაიდლაინების და კვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციების განხორციელების მიზნით. რამდენიმე პარალელურად განხორციელებული ინიციატივის მეშვეობით, კომპონენტით შესაძლებელია კრიზისისთვის მომზადება, გადაუდებელი პასუხი და მთავრობისა თუ სხვა შესაბამისი აქტორების მიერ პოსტ-კრიზისული ნაბიჯების უკეთ განსაზღვრა.

საქართველო, პროგრამით გათვალისწინებულ ტრენინგებში, 2017 წლიდანაა ჩართული. მნიშვნელოვანი ძალისხმევა განხორციელდა MICIC-ის შესაძლებლობების გაძლიერების ორი ინიციატივის ფარგლებში: კრიზისის მართვის ტრენინგი (CCMT) და დიასპორის ჩართულობა კრიზისულ სიტუაციაში მიგრანტების დაცვისთვის (DPME).

საკონსულო კრიზისის მართვის ტრენინგის (CCMT) მთავარი ამოცანა სატრენინგო კურიკულუმის და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებისა და დიპლომატიური ტრენინგისა და კვლევითი ინსტიტუტის (DTRI) შესაძლებლობების გაძლიერება იყო. აღნიშნული ინიციატივა ორი ფაზის მეშვეობით განხორციელდა და შემდეგი შედეგებით დასრულდა: საკონსულო კრიზისის მართვის შესახებ ყოვლისმომცველი სატრენინგო კურიკულუმის შემუშავება და ტრენერთა კადრის მომზადება; პოსტ-კრიზისული დონის კრიზისის მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება; სატრენინგო კურიკულუმის შექმნა გამგზავრებამდე და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში განსახორციელებელი ტრენინგებისთვის; საკონსულოს თანამშრომლებისა და დიპლომატების შესაძლებლობების გაძლიერება საკონსულო კრიზისის მართვის საკითხებში პროგრამის ფარგლებში დატრენინგებული ტრენერების მიერ; კრიზისის სიმულაციის სავარჯიშოების შექმნა და პილოტირება საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში. CCMT-ის ინიციატივის ძირითადი შედეგებია: ეროვნული გაიდლაინების მიღება და ტრენინგების ინსტიტუციონალიზაცია. ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი – საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციებში განსახორციელებელი ქმედებების წესი – განსაზღვრავს კრიზისის მართვის სისტემას განსაკუთრებულ სიტუაციებში, რაც შესაძლოა დადგეს მასპინძელ ქვეყანაში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობაა განთავსებული; განსაზღვრავს სამინიტროსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებს შორის თანამშრომლობის მექანიზმებს კრიზისული სიტუაციისთვის მზაობისა და პასუხის კუთხით;  ანაწილებს და განსაზღვრავს საზღვარგარეთ საქართველოს მისიების შესაბამისი თანამშრომლების ფუნცქიებსა და მოვალეობებს და სხვა. CCMT-ის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები განხორციელდა საქართველოში: ტრენერთა ტრენინგი – 5 ექსპერტი დატრენინგდა და დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, საფრანგეთის, შვედეთის და ფილიპინების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მოხდა; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ჩატარდა დასაქმების პერიოდში პრაქტიკული ტრენინგი; შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, განხორციელდა საზღვარგარეთ განთესილი საქართველოს საკონსულოს 70-მდე თანამშრომლის ტრენინგი, რათა  ეფექტიანად შეასრულონ პირველადი რეაგირების ნაბიჯები, მართონ კონკრეტული საჭიროებები და შეამსუბუქონ ქართველი მიგრანტების მოწყვლადობა კრიზისულ ქვეყნებში. გარდა ამისა, შემუშავდა და განხორციელდა ტრენინგ-სიმულაციები, კრიზისის ნახევრად-რეალური/ფუნქციური  სიმულაციები საქართველოს 5 საელჩოში (აშშ, საბერძნეთი, იტალია, იაპონია და უკრაინა). სავარჯიშოს დროს მონაწილეებმა მიიღეს სიმულაციის დეტალური ინსტრუქციები, სადაც სხვადასხვა დავალება და გაიდლანი აღებული იყო ეროვნული სახელმძღვანელოდან.

პროგრამის, „დიასპორის ჩართულობა კრიზისულ მდგომარეობაში მიგრანტთა დაცვის კუთხით“(DPME), მიზანი იყო საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების შესაძლებლოების გაზრდა, დიასპორის კრიზისის მართვაში აქტიურად ჩართვის უზრუნველყოფა. ინიციატივის ფარგლებში, მიგრანტი თემებისთვის და ორგანიზაციებისთვის განხორციელდა ვერქშოპი ხუთ ქვეყანაში: აშშ, საბერძნეთი, იტალია, იაპონია და უკრაინა. ვერქშოპების ძირითადი ამოცანები იყო  მიგრანტთა თემის და ორგანიზაციების როლის განსაზღვრა კრიზისისათვის მზაობისა და მართვის მექანიზმებში და თემის ორგანიზაციული სტრუქტურისა და გადაწვეტილების მიღების მექანიზნის გაძლიერება კრიზისულ სიტუაციაში. ვერქშოპების შემდეგ ჩატარდა საქართველოში დიასპორის წარმომადგენლების ორი ერთობლივი შეხვედრა. ინიციატივის ძირითადი შედეგი საზღვარგარეთ კრიზისული მდგომარების მართვაში საქართველოს დიასპორის ჩართვის გაუმჯობესების შესახებ პოლიტიკის რეკომენდაციების შემოშავება იყო. დოკუმენტის მიზანია სახელმწიფოსა და დიასპორას შორის დიალოგის განმტკიცება, სასარგებლო თანამშროლობის ჩამოყალიბება და დიასპორის თემის გადაუდებელ მდგომარეობაში ჩართვის უზრუნველყოფა. დოკუმენტი მოიცავს კრიზისული სიტუაციის წინარე და მიმდინარეობის ფაზებს, განსაზღვრავს დიასპორის შესაძლებლობებს და ჩართულობის შესაძლო მიმართულებებს, როგორც ეს სლაიდზე მოცემული სქემითაა გამოხატული. საელჩოსა და დიასპორის ორგანიზაციების მიერ აღნიშნული რეკომენდაციების განხორციელებით შესაძლებელია დიასპორის ორგანიზაციების ჩართულობის ჩარჩოს შექმნა და განხორცილება პრევენციის, მზაობისა და გადაუდებელი პასუხის სისტემებში ინტეგრირებისთვის, სადაც აქცენტი საქართველოს საკონსულო კრიზისის მართვის სისტემაში მიგრანტთა თემებისა და დიასპორის ორგანიზაციების როლზე გაკეთდება.