ინიციატივა მიგრანტებისთვის კრიზისში მყოფ ქვეყნებში (MICIC)

კრიზისში მყოფ ქვეყნებში გლობალური ინიციატივა მიგრანტებისთვის (MICIC) გულისხმობს „სახელმწიფოს ხელმძღვანელობით მიმდინარე საკონსულტაციო პროცესს, რომელსაც ჰყავს სხვადასხვა დაინტერესებული მხარე. მისი მიზანია არასავალდებულო, ნებაყოფლობითი პრინციპების, გაიდლაინებისა და ეფექტიანი პრაქტიკის შემუშავება სახელმწიფოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, რათა ისინი უკეთ იყვნენ მომზადებულნი და პასუხობდნენ იმ მიგრანტთა გრძელვადიან საჭიროებებს, რომლებიც ჩაკეტილნი არიან კონფლიქტებით ან სტიქიური უბედურებებით  მოცულ  ქვეყნებში.“

2014 წელს დაწყებული ფართო საკონსულტაციო პროცესის საშუალებით, ფილიპინებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებმა წამოიწყეს MICIC-ის ინიციატივა, რათა რეაგირება მოეხდინათ კრიზისების, კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურებების ზეგავლენის შედეგებზე მიგრანტებთან მიმართებით. MICIC-ის სამდივნოს მასპინძლობს IOM. ინიციატივა 2016 წლის ივნისში წარმატებით დასრულდა კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურებების ქვეყნებში მიგრანტთა დაცვის სახელმძღვანელო პრინციპების გამოცემით. სამუშაოები კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილ მიგრანტთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კვლავაც მიმდინარეობს – კერძოდ, ამ პრინციპების გავრცელებით, შესაძლებლობათა გაძლიერების აქტივობებით, ასევე, კვლევითი და საოპერაციო საშუალებების შემუშავებით.

ინიციატივა მიგრანტებისთვის კრიზისში მყოფ ქვეყნებში (MICIC): მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის ხელშეწყობა ეფექტიანი და კოოპერატიული სახელმწიფო ქმედების უზრუნველსაყოფად“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავლისმომცველი პროექტ რომელსაც მხარს უჭერს MICIC-ის გლობალური ინიციატივა. პროექტი 2015 წლის იანვარში დაიწყო და ICMPD ახორციელებს. იგი შედგება 3 ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისაგან:

  1. კონსულტაციები – პროექტმა უშუალოდ შეიტანა წვლილი სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაში და მხარი დაუჭირა 6 რეგიონული კონსულტაციის ორგანიზებას;
  2. კვლევა – ეს კომპონენტი გულისხმობს მიგრანტთა მტკიცებულებების გაფართოებას კრიზისში მყოფ ქვეყნებში და ძირითად ყურადღებას ამახვილებს სოციო-ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ამ სფეროში სამომავლო ღონისძიებათა განმტკიცების მიზნით, პროექტი იყენებს პრეცედენტულ მიდგომას;
  3. შესაძლებლობების გაძლიერება – ეს კომპონენტი შედგება სხვადასხვა აქტივობისაგან, რომლებიც მიემართება კონსულტაციებზე, MICIC-ის სახელმძღვანელო პრინციპებსა და კვლევებზე დაფუძნებულ რეკომენდაციათა განხორციელებას. რამდენიმე პარალელური ინიციატივის გზით, შესაძლებლობათა გაძლიერების კომპონენტი მთავრობებსა და სხვა შესაბამის აქტორებს ეხმარება ისეთ საკითხებში, როგორიცაა კრიზისისათვის უკეთ მომზადება, გადაუდებელ სიტუაციებში რეაგირება და კრიზისისშემდგომ ქმედებათა განხორციელება.

პროექტის ფარგლებში ICMPD ხელმძღვანელობს ინოვაციურ ინიციატივას – თანასწორთა ტრენინგს (peer-to-peer) საკონსულო კრიზისების მართვის (CCMT) თემაზე დიპლომატიური აკადემიებისათვის. მისი მიზანია, შემუშავდეს ტრენინგის კურიკულუმი კრიზისული სიტუაციებისათვის მზადყოფნასა და გადაუდებელ სიტუაციებში დახმარებაზე (ტრენინგი დიპლომატებისათვის მათ განაწილებამდე/შუალედურ პერიოდში). ნიუ იორკის დეკლარაცია ლტოლვილებისა და მიგრანტების შესახებ ასევე ხაზს უსვამს უცხოეთში მყოფ მიგრანტთა დახმარების საჭიროებას საკონსულო დაცვის გზით. იგი განავრცობს MICIC-ის #8 სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც მოიცავს კონკრეტულ პროგრამებს მოქალაქეების დასაცავად საკონსულო შესაძლებლობათა გაძლიერების კუთხით. აღნიშნული პროგრამები გულისხმობს საკონსულო დარგში მოქმედი კადრებისათვის ტრენინგების ჩატარებას კრიზისების მართვასა და საგანგებო სიტუაციების დაგეგმვაში.

საქართველო ტრენინგების ინიციატივაში 2017 წელს ჩაერთო. ამჟამად პროექტი თანამშრომლობს და მთელ რიგ აქტივობებს ახორციელებს საქართველოს საგარეო სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან ერთად. ამ პროგრამის ზოგადი მიზანია ტრენინგის ჩატარება საკონსულოს თანამშრომელთათვის, როგორ უნდა დაეხმარონ და დაიცვან უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კრიზისულ ვითარებაში. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით განისაზღვრა “წესი უცხოეთში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ”. ეს წესი, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ინსტრუმენტია კრიზისულ შემთხვევებზე საქართველოს საკონსულოს რეაგირებისათვის, ქმნის საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი შეიმუშავებს მასალებს მომავალ დიპლომატთა მოსამზადებლად.