ინიციატივა პარტნიორობა მობილურობისათვის (MPF)

თანამშრომლობა მობილობის ხელშესაწყობად

ინიციატივს შესახებ

პარტნიორობა მობილობისთვის (MPF) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს მიგრაციის და მობილობის გლობალურ მიდგომას (GAMM). MPF-ის მიზანია გააძლიეროს ევროკავშირთან (EU) დიალოგი და თანამშრომლობა მიგრაციისა და მობილობის საკითხებზე ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან.

ინიციატივა 2016 წლის იანვარში განაცხადების მიღებით დაიწყო. MPF-მა შეძლო 20 ქმედების დაფინანსება ევროპის 15 წევრი სახელმწიფოს (EU MS), 8 მობილობა პარტნიორობისთვის ქვეყნის (MP) და 2 ქვეყნის მონაწილეობით, რომელთაც ხელი მოაწერეს მიგრაციისა და მობილობის ერთობლივ დღის წესრიგს (CAMM). პირველი ფაზის წარმატებაზე დაფუძნებით, 2018 წელს გაიზარდა პროექტის მასშტაბი და მოიცვა ოთხი საპილოტე პროექტი ლეგალური მიგრაციის შესახებ ინოვაციური პარტნიორობების ხელშეწყობით  ლიტვასა და ნიგერიას, ბელგიასა და მაროკოს, საფრანგეთსა და ეგვიპტეს, მაროკოსა და ტუნისის, ასევე  ესპანეთსა და მაროკოს შორის. MPF-ის მესამე ფაზა დაიწყო და გაგძელდება, როგორც ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის კავშირის განმტკიცების ხელშემწყობი პროგრამა.

MPF ოთხი სტანდარტის ირგვლივ არის აგებული:

  • პარტნიორობა მობილობისთვის (MP)/ მიგრაციისა და მობილობის საერთო დღის წესრიგი (CAMM) და მიგრაციის სხვა თანამშრომლობის ჩარჩოები: განაცხადების მიღება
  • ჰორიზონტალური ღონისძიებები MP/CAMM-ის შემადგენელი კომპონენტების ხელშესაწყობად
  • პრაღის პროცესი: დიალოგი, ანალიზი და ტრენინგი
  • ლეგალური მიგრაციის საპილოტე პროექტები: განაცხადების მიღება

განაცხადების მიღება ღია ვადით

საერთო სტრატეგიული ინსტრუქცია გაიცემა MPF-ის სამეთვალყურეო კომიტეტის (SC) მიერ, რომელსაც DG HOME ხელმძღვანელობს DG NEAR, DG DEVCO და EEAS მონაწილეობით.

დაფინანსება

MPF დაფინანსებულია თავშესაფრის, მიგრაციის და ინტეგრაციის (AMIF) ფონდის, პოლიციის თანამშრომლობის შიდა უსაფრთხოების ფონდის (ISF-Police) და საზღვრებისა და ვიზის შიდა უსაფთხოების ფონდის (ISF-Borders) მიერ, რომელიც იმართება ევროკომისიის  მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის (DG HOME) მიერ.

პროექტის დაწყებიდან, საქართველო ჩართულია MPF-ის ოთხ საქმიანობაში, რომელიც სხვადასხვა თემატური მიმართულებით ხორციელდება და  ევროკავშირის რვა წევრ სახელმწიფოს მოიცავს:

  • „მაღალი ერთგულება – თავშესაფრის პროცედურების ტესტირება“ განხორციელდა ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებათა აკადემიის მიერ, რომელიც 2017 წლის აპრილში დაიწყო და რვა თვის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიების ზოგადი ამოცანა თავშესაფრის მაძიებლების და პროცედურების შესახებ ქართველი მოხელეების ცოდნის ამაღლება იყო ინოვაციური და ინტერაქტიული სატრენინგო მიდგომების გამოყენებით. ინიციატივის მთავარი მიღწევა სიმულაციის ვირტუალური სავარჯიშოს შექმნა იყო, რომელიც სხვადასხვა სცენარზეა ადაპტირებული. სავარჯიშოს შემუშავების გარდა, ესტონეთისა და ლატვიის პრაქტოკოსების მიერ დაორგანიზდა და განხორციელდა ტრენინგები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მტკიცებულებების მოგროვება თავშესაფრის პროცედურების დროს და მოპოვებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება. მონაწილეები გაეცნენ თავშესაფრის საკითხებზე მტკიცებულების შეფასების კონკრეტულ მეთოდოლოგიას – ინფორმაციის შეგროვება, დოკუმენტების, განაცხადების და სხვა მტკიცებულებების შეფასება, მიღებული მტკიცებულების საერთაშორისო დაცვის საფუძვლებთან დაკავშირების მიზნით;
  • საზღვრის დაცვის ინსტიტუტებში სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების გამოყენების განვითარება  მოლდოვეთსა და საქართველოში“ ლატვიის საზღვრის დაცვის კოლეჯის მიერ განხორციელებული ღონისძიებაა, რომელიც 2017 წლის აპრილში დაიწყო და შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიების შედეგად, სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების შერჩევის, დატრენინგების და გამოყენების საკითხებზე ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობა 22 მოხელეზე მეტმა მიიღო. ასევე, სამსახურებრივი ძაღლების მართვის ოთხმა ინსტრუქტორმა გაიარა ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის კოლეჯის კურსი;
  • „პრომეთე“ მიმდინარე ღონისძიებაა, რომელიც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს CIVIPOL-ის მიერ ხორციელდება. ინიციატივა დაიწყო 2019 წლის 26 ნოემბერს და 13 თვის განმავლობაში გაგრძელდება. საერთო ჯამში, აღნიშნული ინიციატივა განამტკიცებს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის არალეგალური მიგრაციის საკითხებში, შესაბამისად კი ევროკავშირის სამოქმედო გეგმით გაწერილი საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში არალეგალური მიგრაციისა და მგზავრობასთან დაკავშირებული გამოწვევების შემცირების საჭიროება კონკრეტულ ოპერაციულ ნაბიჯებში გაიწერება.