ინფორმაცია მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის შესახებ

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) დაარსდა 1993 წელს, ავსტრიისა და შვეიცარიის ინიციატივით. ორგანიზაცია შეიქმნა, როგორც არაფორმალური კონსულტაციების მხარდაჭერის მექანიზმი. მის მიზნებში ასევე შედის ექსპერტიზა და ეფექტიანი მომსახურების გაწევა მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებული მრავალმხრივი თანამშრომლობის ახლადშექმნილ არენაზე.

დღესდღეობით ICMPD საერთაშორისო ორგანიზაციაა, 17 წევრი ქვეყნით შვეიცარია (1993), ავსტრია (1993), უნგრეთი (1995), სლოვენია (1998), the ჩეხეთი(2001), პორტუგალია(2004), შვედეთი (2002), ბულგარეთი (2003), პოლონეთი(2003), ხორვატია(2004), სლოვაკეთი(2006), რუმინეთი(2011), ბოსნია (2012),  სერბეთი(2014), მაკედონია (2015), მალტა(2018) თურქეთი (2018) და გერმანია (2020) დაფინანსებას ვიღებთ ჩვენი წევრი სახელმწიფოებისგან, ევროკომისიის, გაეროსა და სხვა მრავალმხრივი ინსტიტუციებისა თუ ორმხრივი დონორებისგან. ICMPD სარგებლობს გაეროს დამკვირვებლის სტატუსით.

მისი მუშაობა სამ სფეროს ეფუძნება:

  • მიგრაციაზე დიალოგები, რომლებიც ხელს უწყობს მთავრობათაშორის დიალოგს საერთაშორისო მიგრაციის მიმდინარე დებატებში;
  • შესაძლებლობათა განვითარება, რაც ეხმარება მიგრაციის სათანადოდ მართვას და ეროვნული და რეგიონული შესაძლებლობების განმტკიცებას მიგრაციის საკითხებში არსებულ გამოწვევებთან მიმართებით;
  • კვლევა და დოკუმენტაცია, რომელიც ხელს უწყობს კვლევითი საზოგადოების ფარგლებში და მის მიღმა არსებულ სინერგიას და პასუხობს მოთხოვნას პოლიტიკასთან დაკავშირებით მეტი კვლევის ჩატარების შესახებ.

ICMPD-ს საქართველოსთან ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აქვს. ეს თანამშრომლობა დაიწყო სქართველოს მონაწილეობით რეგიონულ პროექტებში – როგორიცაა ბუდაპეშტისა და პრაღის პროცესები – და გაგრძელდა ექსპერტიზით ადამიანთა ტრეფიკინგის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის, რეადმისიის, სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის საკითხებში. გარდა ამისა, ICMPD და ქართველი კოლეგები თანამშრომლობდნენ მიგრაციის მართვის სფეროშიც. 2013 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ და ICMPD-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ქვეყნის პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 2013 წელს. ამ შეთანხმებამ კიდევ უფრო გააძლიერა და განავითარა საქართველოსა და ICMPD-ის შორის თანამშრომლობა. შეთანხმების რატიფიცირებისა და პროექტ ENIGMMA-ს („მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ICMPD-მ თბილისში გახსნა ოფისი. იგი პასუხისმგებელი იყო საქართველოში მიგრაციის საკითხებით დაინტერესებულ პირებთან ზოგად თანამშრომლობასა და ENIGMMA-ს პროექტის განხორციელებაზე, ICMPD-ის სათაო ოფისის ზედამხედველობით.

პროექტი ENIGMMA, რომელიც საქართველოს მთავრობას მხარს უჭერდა ევროკავშირთან სავიზო დიალოგის წარმოებაში მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, 2017 წლის ივლისში წარმატებით დასრულდა.

ICMPD-ის მიმდინარე პროექტი „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ (ENIGMMA 2) დაფინანსებულია საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმებით. ამ შეთანხმებას ხელი 2017 წლის მაისში მოეწერა, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) 2016 წლის ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის II პროგრამის ფარგლებში. პროექტი ძირითადად ეფუძნება ICMPD-ის, განსაკუთრებით, ENIGMMA-ს წინა საქმიანობებს საქართველოში და ქვეყანაში მიგრაციის მართვის სხვადასხვა ასპექტზე მუშაობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.icmpd.org