კვლევა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოში (SCMI) ანალიტიკური ერთეულის ჩამოყალიბება პროექტ ENIGMMA-ს ერთ-ერთი საქმიანობაა. ეს ღონისძიება მოიაზრებს ადგილზე დახმარებას, სტაჟირებას და კონსულტაციების გაწევას სამდივნოს კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ასევე, პროექტის განხორციელებისას SCMI-ს დახმარებას გადაწყვეტილების მიღებაში.

პროექტის თანახმად, პილოტურმა ანალიტიკურმა ერთეულმა უნდა დაამუშაოს მოთხოვნები მიგრაციის პროცესთა ანალიზის შესახებ და კავშირები მიგრაციასა და განვითარებას შორის საქართველოში. ეს ერთეული კოორდინირებას გაუწევს კომპონენტ „ბ“-ს მე-3 (ანალიტიკური შესაძლებლობებისა და ცოდნის გაძლიერება მიგრაციაზე) და მე-4 მოდულების (შესაძლებლობის გაძლიერება მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიგრაციის პოლიტიკის ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად) ღონისძიებებს. კონკრეტულად კი ანალიტიკური ერთეული აქტიურად ჩაერთვება მიგრაციის გზამკვლევისა და გაფართოებული პროფილის შედგენაში, ასევე, საქართველოს მიგრაციის სტრატეგიისა და 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

აღნიშნული ერთეული SCMI-ს სამდივნოს დაეხმარება ანალიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ შორის, ცნობიერების ამაღლებასა და საინფორმაციო მასალების შექმნაში 2013-2014 წლების საინფორმაციო კამპანიის კონცეფციაზე „ლეგალური მიგრაცია – საუკეთესო არჩევანი“, რომელიც SCMI-მ დაამტკიცა.

ანალიტიკური ერთეული სამდივნოსთან ჩამოყალიბდა 2014 წლის 1 აპრილს და იფუნქციონირებს პროექტის დასრულებამდე. ის ორი მკვლევარისაგან შედგება, რომლებიც SCMI-ს სამნდივნოსთან მუშაობენ და რომლებთანაც ICMPD გააფორმებს მომსახურების სპეციალურ ხელშეკრულებას (SSA), ICMPD-ის პროცედურების შესაბამისად.