მიგრაციის კვირეული

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ENIGMMA, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან (SCMI) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (TSU) მჭიდრო თანამშრომლობით და 2014 წელს SCMI-სა და TSU-ს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე ლექციებსა და სემინარებს მართავს მიგრაციის მეცნიერებათა კვირეულის ფარგლებში. 2015/2016 აკადემიური წლების განმავლობაში, გაიმართა მიგრაციის მეცნიერებათ სამი კვირეული (2015 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში და 2016 წლის აპრილში). მიგრაციის მეცნიერებათა კვირეული განმავლობაში განხილული იყო შემდეგი თემები: მიგრაცია და განვითარება, მიგრაციის კვლევის მეთოდები, მიგრაცია და ეკონომიკა და მიგრანტთან უფლებები.

2016/2017 აკადემიურ წლებში, პროექტი ENIGMMA მიგრაციის ლექციებს ახალი ფორმატით გამართავს: ჩატარდება მიგრაციის მეცნიერებათა კვირეულის ღონისძიებები. ამ ინიციატივების განმავლობაში, ორი სრული დღე მიეძღვნება მიგრაციის ლექციებსა და სემინარებს. საღამოს შესავალი სესიის განმავლობაში მონაწილეები გაიცნობენ ერთმანეთს, გაეცნობიან ღონისძიების კონკრეტულ თემას და წარმოადგენენ თავიანთ მოლოდინებს.

მიგრაციის მეცნიერებათა კვირეული თბილისის გარეთ გაიმართება. ყველა დარეგისტრირებული მონაწილე უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირებით და საცხოვრებელი ადგილით. მონაწილეები პარასკევს შუადღით ჩავლენ დანიშნულების ადგილას და კვირა საღამოს გამოემგზვრებიან. ღონისძიებაში 30-მდე ადამიანი შეძლებს მონაწილეობის მიღებას. ორგანიზატორები შემდეგ სამიზნე ჯგუფებზე აკეთებენ აქცენტს:

  • მიგრაციის საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა დისციპლინების სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებიდან;
  • საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომელთა სამუშაო დაკავშირებულია მიგრაციის საკითხებთან;
  • საქართველოში არსებული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ მიგრაციის საკითხებზე;
  • საქართველოში მომუშავე მედიის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიგრაციის საკითხებით.

განხილული იქნება შემდეგი თემები:

  1. მიგრაციის მეცნიერებათა შესავალი და მიგრაციის კვლევის მეთოდები
  2. მიგრაცია და განვითარება
  3. მიგრაცია და ეკონომიკა
  4. ინტეგრაცია და მოქალაქეობა
  5. თავშესაფარი, ლტოლვილები და საერთაშორისო დაცვის მექანიზმები
  6. მიგრაცია და ადამიანის უფლებები
  7. ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგ)
  8. მიგრაცია და მედია

მიგრაციის მეცნიერებათა კვირეული ინგლისურ ენაზე, თარგმანის გარეშე გაიმართება. შესაბამისად, მონაწილეებს ინგლისური ენის კარგი ცოდნა მოეთხოვებათ. ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა. ტრანსპორტირება, საცხოვრებელი, კვება და ტრენინგის მასალების ხარჯები პროექტი ENIGMMA-ს მიერ დაიფარება.

საერთო ჯამში, 2016/2017 აკადემიური წლის განმავლობაში 8 ღონისძიება გაიმართება. სასურველია მონაწილეებმა მიგრაციის სრული კურსი დაფარონ, ამიტომაც, შერჩევის დროს, პრიორიტეტი მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ მიგრაციის მეცნიერებათა კვირეულის ღონისძიებებში.

სტუდენტები, რომლებიც მიგრაციის მეცნიერებათა სულ მცირე 4 კვირეულს დაესწრებიან, მიიღებენ შესაბამი სერთიფიკატს.