მაღალ-პროფილური დიასპორა

პროექტი ERGEM-ის (ქართველ მიგრანტთა როლის გაძლიერება სამშობლოში) ფარგლებში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ICMPD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ICMPD-ის პროექტი ENIGMMA ამ აპარატთან შემდგომ თანამშომლობას გეგმავს, დიასპორის პოლიტიკის დახვეწის მიზნით.

სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ICMPD/ENIGMMA-ს გუნდს შორის ორმხრივი კონსულტაციების შედეგად დადგინდა, რომ პროექტი ENIGMMA კონცენტრირდება მაღალპროფილურ მიგრანტებზე, ე. წ. „მიგრაციის ჩემპიონებზე“, საქართველოს განვითარებაში მათი ჩართულობის კვლევის, დოკუმენტირებისა და უზრუნველყოფისათვის, ასევე, პირადი განვითარების ხელშესაწყობად (კარიერა, აღიარება, საქართველოსთან კავშირები, საჯაროობა, კავშირები და სხვა).

მაღალპროფილური დიასპორის წევრებად შეიძლება განისაზღვრონ კონკრეტულ სფეროში ცნობილი ქალები და მამაკაცები, რომლებიც მუშაობენ ტრანსნაციონალურად და აქვთ ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარების, მისაბაძ მაგალითად ქცევის პოტენციალი და ზოგადად შეუძლიათ ქვეყნის ადვოკატირება[1]. ამ დოკუმენტში მაღალი პროფილის დიასპორა და მისი წევრები ასევე მოიხსენიებიან, როგორც დიასპორის ჩემპიონები, მაღალკვალიფიციური, მაღალპროფესიული მიგრანტები და სხვა.

მაღალპროფილური დიასპორის ჩართვის პროგრამა დიასპორის აპარატის, ICMPD/ENIGMMA-ს, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა. დოკუმენტის ძირითადი მიზანია მაღალპროფილური დიასპორის წევრების ჩართვა საქართველოს განვითარებაში ისეთი ზომებით, როგორიცაა სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პირთა კავშირის შექმნა, ქართული დიასპორის გამოჩენილ წევრთა მიღწევების აღნიშვნა და ახალგაზრდების ჩართულობა.

პროგრამა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:

  • პროფესიული კავშირ(ებ)ი
  • დიასპორის ჯილდოები
  • ახალგაზრდებში ინვესტირება

პროგრამის მიზანია საქართველოს დიასპორის მიღწევათა გასაჯაროება საქართველოსა და უცხოეთში.

პროგრამა ორ ფაზად განხორციელდება: ჩამოყალიბება და პილოტირება. ორივე ფაზა დაგეგმილია 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის დეკემბრამდე/2017 წლის იანვრამდე.

საქართველოს მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობის პროგრამა

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობის საკითხებზე

პროექტ ENIGMMA-ს ქ. ვილნიუსში სასწავლო ვიზიტის ანგარიში

პროექტ ENIGMMA-ს ქ. დუბლინში სასწავლო ვიზიტის ანგარიში

______________________________________________________________________________________________

[1] EUROMED-მიგრაციის კარტირების კვლევა „მიგრაციის ჩემპიონები“, სამუშაო დეფინიცია