მიგრაციის კომისიისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის კონტაქტების დამყარება მიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა სფეროში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიგრაციის კანონმდებლობა და პრაქტიკა ახლა უკვე დიდწილად ახლოს დგას ევროკავშირის მიგრაციის კანონმდებლობასთან, ფუნდამენტური ინსტიტუციური ცოდნა საჭიროებს ევროკავშირის ინსტიტუტთა ფუნქციონირებისა და ცვალებადი მიგრაციის კანონმდებლობის საფუძვლიან შესწავლასაც. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENIGMMA-ს პროექტის მიღწევების, საუკეთესო პრაქტიკისა და მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ICMPD გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაში, კერძოდ, მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შესაბამისად, ამ ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება ევროკავშირის ქვეყნებსა და ინსტიტუციებთან კავშირები და დამყარდება ახალი კონტაქტები.

ამ კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული საქმიანობები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ასპექტებს:

– მიგრაციის სხვადასხვა საკითხში (მაგ.: თავშესაფრის ძიება, დაბრუნება და სხვა) თანამშრომლობის ხელშეწყობა SCMI-ს წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის მიგრაციასთან დაკავშირებულ ინსტიტუციებს შორის;

– მიგრაციის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინსტიტუციებს შორის კარგი პრაქტიკის, ასევე, საუკეთესო ინსტრუმენტების, მექანიზმებისა და კონკრეტული ინიციატივების იდენტიფიცირება და გაზიარება;

– მხარდაჭერა ისეთი აქტივობის ორგანიზებაში, როგორიცაა დიალოგი ევროკავშირისა და საქართველოს მიგრაციის სფეროში მოქმედი ინსტიტუციების საერთო ინტერესებზე, ასევე, კონსულტაციები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები და სხვა.

– ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმიგრაციის სფეროში მოღვაწე ინსტიტუციებში სტაჟირების ორგანიზება SCMI-ს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლთათვის;

– ICMPD-ის კონტაქტების საშუალებით EASO-სთან პარტნიორობის ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში არსებული თავშესაფრის სისტემის განმტკიცებაში.