მიგრაციის კომისიის წევრი უწყებების შესაძლებლობათა ზრდა

ეს საქმიანობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს SCMI-ს წევრების შესაძლებლობათა განვითარებას მიგრაციის სტრატეგიის შერჩეულ სფეროებში. ეს სფეროებია:

  • მიგრაცია და განვითარება;
  • ლეგალური მიგრაციის რეგულირება;
  • UMAS-ს ფუნქციონირება;
  • მოქალაქეობა;
  • ლტოლვილთა ინტეგრაცია და თავშესაფრის საკითხები;
  • ინსტიტუციური განვითარება;
  • სავიზო პოლიტიკა.
  • შესაბამისად, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
  • ტრენინგის მეთოდოლოგიისა და შინაარსის შემუშავება მიგრაციის სტრატეგიის შერჩეული სფეროების შესახებ;
  • აქტივობების ორგანიზება მიგრაციის სტრატეგიის შერჩეულ სფეროებში SCMI-ს წევრთა შესაძლებლობების განვითარებისათვის;
  • ქართული ენის, ისტორიისა და სამართლის ტექსტური მასალების განახლება, ასევე, ონლაინ ტესტების განვითარებაზე მუშაობა (მათ შორის, უცხოელებისა და ლტოლვილებისათვის).