მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობის – მიმოხილვა

icmpd-logoმიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) 1993 წელს დაარსდა, ავსტრიისა და შვეიცარიის ინიციატივით.  ორგანიზაციის მიზანია არაფორმალური კონსულტაციების მხარდაჭერა და მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე გამოცდილებისა და მომსახურების შეთავაზება მრავალმხრივი თანამშრომლობის ახლაშექმნილ გარემოში.  დღეს ICMPD საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის სათაო ოფისი ვენაში მდებარეობს.  ორგანიზაციის წევრია 15 სახელმწიფო.  ორგანიზაციაში 180 ადამიანი მუშაობს.  მას აქვს მისია ბრიუსელში და ადგილობრივი წარმომადგენლობები, რომლებიც მოიცავს ალბანეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთს, საქართველოს, ლიბანს და ახლო აღმოსავლეთს, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას, მაკედონიას, მოლდოვას, მონტენეგროს, სერბეთს, ტუნისს და მაღრიბის რეგიონს.  გარდა ამისა, ამ სფეროში ICMPD-ის საქმიანობას დახმარებას უწევენ აბუჯას, ანკარის, ბეირუთის, ბიშკეკის, ბრაზილიის, კიშინიოვის, კიევის, პრიშტინას, სან სალვადორის, სარაევოს, სკოპიეს, თბილისისა და ტუნისის ოფისები.

ICMPD-ის საქმიანობა სამ საყრდენს ეფუძნება:

  • მიგრაციის დიალოგი, რომელიც ხელს უწყობს სამთავრობოთაშორისო დიალოგს საერთაშორისო მიგრაციის საკითხებზე მიმდინარე დებატებში;
  • შესაძლებლობათა განმტკიცება, რაც ხელს უწყობს მიგრაციის ეფექტიან მართვას და ეროვნული და რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მიგრაციის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევათა რეგულირება;
  • კვლევა და დოკუმენტირება, რაც ეხმარება სინერგიის შექმნას მკვლევართა საზოგადოებაში და მის გარეთ, და პასუხობს სტრატეგიულად აქტუალური კვლევების მოთხოვნებს.

ICMPD-ს საქართველოსთან ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აქვს.  იგი დაიწყო გამოცდილების გაზიარებით ტრეფიკინგის პრევენციისა და მის წინააღდეგ ბრძოლის სფეროში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, და მიგრაციის პოლიტიკის განვითარებაში ზოგადი მხარდაჭერით. ICMPD-ის საქართველოსთან მუშაობა გაგრძელდა დახმარების გაწევით რეადმისიისა და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებზე, ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან თანამშრომლობით. საქართველო, იმავდროულად, ICMPD-ის აქტიური პარტნიორია რეგიონულ პროექტებსა და პროცესებში: პროექტების საზღვრის ინტეგრირებული მართვის შესახებ; პრაღის პროცესი და ბუდაპეშტის პროცესი.  გარდა ამისა, ICMPD და ქართველმა პარტნიორებმა საფუძველი ჩაუყარეს თანაშრომლობის ახალ არეალს მიგრაციის სფეროში: თანამშრომლობას მთავრობასა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის.  და ბოლოს, ICMPD-ის და ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიმდინარე პროექტები მიმართულია საქართველოს კავშირების განმტკიცებისაკენ ქართულ დიასპორასთან  საზღვარგარეთ და მიგრანტთა საზოგადოებებთან (პროექტი „ემიგრანტთა როლის გაძლიერება საქართველოში“ ERGEM).

2013 წლის სექტემბერში საქართველომ და ICMPD ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა 2013 წლის ნოემბერში. ეს ხელშეკრულება კიდევ უფრო განამტკიცებს და განავითარებს თანამშრომლობას საქართველოსა და ICMPD-ს შორის. საქართველო-ICMPD-ის ხელშეკრულებისა რატიფიცირებისა და   პროექტის „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ განხორციელების საგრანტო კონტრაქტის დამტკიცების შემდეგ, ICMPD თბილისში გახსნა ოფისი, რომლის ამოცანაა საერთო თანამშრომლობის განვითარება საქართველოში მიგრაციის საკითხებში ჩართულ მხარეებს შორის.  იგი პასუხისმგებელია პროექტის „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) და მიგრაციასთან დაკავშირებული სხვა პროექტების განხორციელებაზე,  ICMPD-ის სათაო ოფისის ზედამხედველობით.

იმპლემენტირებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები საქართველოში საქართველო ევროკავშირის მობილურობის პარტნიორობის ხელშესაწყობად