მიგრაციის რისკების პრევენცია

2013 წელს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მიღების შემდეგ საქართველომ მოახდინა მიგრაციის მართვის პოლიტიკის მოდერნიზება და სისტემის მთელი რიგი რეფორმები წარადგინა იმიგრაციისა და ემიგრაციის კონტროლისათვის. ამ რეფორმებში იგულისხმება მიგრაციის რისკის ანალიზის კონცეფციის (RA) განვითარება საქართველოში, რადგანაც ის, VLAP-ის მოთხოვნებსა და იმ რეკომენდაციებთან ერთად, რომლებიც მიღებულია ევროკავშირის კომისიის მე-3 ანგარიშში პროგრესის შესახებ, მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისიის (SCMI) პრიორიტეტად მიიჩნეოდა. კონცეფცია მიზნად ისახავს სხვადასხვა წყაროდან შეგროვებულ, მიგრაციასთან დაკავშირებულ მონაცემთა ანალიზს, ტენდენციების განსაზღვრას, გამოვლენილი რისკების შეფასებას, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და რეკომენდაციათა შემუშავებას, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს მოვლენების ნეგატიური ეფექტის შემცირება. რეგიონში გლობალიზაციის, ინტენსიური მობილობისა და სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ უზრუნველყოს ერთიანი სისტემა მიგრაციული პროცესებიდან მომდინარე რისკის ანალიზისათვის, რომლითაც შესაძლებელი იქნება საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, პრევენციული ზომების გატარების მიზნით.  2015 წელს დამტკიცდა საქართველოს მიგრაციის რისკის ანალიზის ერთობლივი კონცეფცია და სამოქმედო გეგმა 2016-2017 წლებისათვის (AP) და შეიქმნა SCMI-ს სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, მიზნად ისახავდა მონიტორინგს აღნიშნული რეფორმის ეფექტიანად განხორციელებაზე.

სამუშაო ჯგუფის მთავარი პრიორიტეტია შიდა მეთოდოლოგიის ერთად შემუშავება (SCMI-ს თითოეული წევრი ორგანიზაციისათვის), კერძოდ, სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნა მიგრაციის რისკის ანალიზის მეთოდოლოგიასა და მის დანერგვაზე. ამ მიმართულებით ICMPD-მ, წინა პროექტის (ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ENIGMMA) ფარგლებში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამუშაო ჯგუფის საჭიროებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის, ინფორმაციის გაცვლის, ასევე, საუკეთესო პრაქტიკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცოდნისა თუ  გამოცდილების გაზიარების (სასწავლო ვიზიტი, სემინარები, ადგილზე მხარდაჭერა და ა.შ.) თვალსაზრისით.

ამ კომპონენტის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდება ინსტიტუციური ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებზე, რათა სამუშაო ჯგუფის წევრმა ორგანიზაციებმა შეასრულონ მიგრაციის რისკის ანალიზის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის ვალდებულებები. ამდენად, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

– სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების ხელშეწყობა, რომ განავითარონ მიგრაციის რისკის ანალიზის კონცეფციის მეთოდოლოგია. ასევე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და/ან ეროვნულ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით წვლილის შეტანა შემუშავების/განვითარების პროცესში;

– ანალიტიკური შესაძლებლობების შემდგომი განვითარების/განმტკიცების მიზნით, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვა და ჩატარება სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების ანალიტიკოსთათვის;

– ანალიტიკოსების მოკლე ვადით გაგზავნა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიგრაციის საკითხებზე მომუშავე უწყებებში.