მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

kb

ინტერვიუ საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელ მდივანთან, ბატონო გიორგი ჯაშთან

2015 წლის ბოლოსთვის ახალი ფორმატის და მეთოდოლოგიის გამოყენებით, საქართველომ მიგრაციის ახალი პროფილი მიიღო, რომელიც ქვეყნის სპეციფიური საჭიროებების საპასუხოდ შემუშავდა. პროფილის შექმნისა და საქართველოში, მონაცემთა შეგროვების სფეროში ბოლო დროინდელი განვითარებების შესახებ საერთო სურათის ჩამოყალიბების მიზნით, ჩვენ ბატონ გიორგი ჯაშს მივმართეთ. საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელმა მდივანმა საინტერესო დეტალები გაგვაცნო!

ბატონო დავით, გთხოვთ უამბეთ ჩვენს მკითხველებს თქვენი სამუშაოს შესახებ.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის საკონსულტაციო ორგანოა. იგი 2010 წელს ჩამოყალიბდა. 13 წევრისგან შემდგარმა კომისიამ რეფორმების და გამოწვევების დინამიური პროცესი გაიარა, რის შედეგადაც მიგრაციის ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრის და მართვის მიზნით მექანიზმი ჩამოყალიბდა. ევროკავშირის მხარდაჭერით, კომისიის წევრი სახელმწიფო სტრუქტურებისა და პარტნიორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, რომელთა შორის ICMPD-ის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, კომისია და სამდივნო ძლიერ სახელმწიფო მექანიზმად ჩამოყალიბდა. მათ აკისრიათ კოორდინირების ეფექტური ფუნქცია და აღჭურვილი არიან ანალიტიკური უნარებით საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მიგრაციის მართვის სისტემის შექმნის მიზნით.

როგორც ვიცით, ბოლო პერიოდში საქართველოში საკმაოდ სწრაფად ყალიბდება მიგრაციის სისტემა ამ სფეროში ყველაზე პროგრესული მექანიზმების გამოყენებით. რა არის ამის მიზეზი? რატომ დადგა მიგრაციის საკითხი თქვენს დღის წესრიგში?

მიგრაციის რეგულირების პირველი მცდელობა და მისი საერთაშორისო მოთხოვნებისადმი მორგება 1997 წლის ბოლოს განხორციელდა, როდესაც მიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია შემუშავდა და ბრძანების სახით მიღებული იყო. ინოვაციურიურობის მიუხედავად, მისი ფაქტობრივად განხორციელებისთვის დოკუმენტის მხარდაჭერა არ განხორციელებულა სახელმწიფოს შიდა პოლიტიკისა თუ საერთაშორისო გარემოს მხრიდან. მთელი ათწლეულის შემდეგ, ერთობლივი მოქმედების ზოგადი ინსტრუმენტების მეშვეობით ევროკავშირთან ინტეგრაციის ღონისძიებების გაძლიერების შედეგად პოლიტიკის ახალი დოკუმენტი ჩამოყალიბდა და 2013 წელს კომისიამ პირველი მიგრაციის ეროვნული სტრატეგია (2013-2015) და სამოქმედო გეგმა მიიღო. სტრატეგიის მიღება მოჰყვა საქართველოსთვის ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გადაცემას, რომლითაც, ერთი მხრივ ნათლად განისაზღვრა მიგრაციის მართვის ეროვნული სისტემის მოდერნიზების სამუშაო მიმართულებები, ხოლო მეორე მხრივ, გაიზარდა მოქმედების დინამიკა, მაშინ როდესაც გამოიკვეთა თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული სტრატეგიის ახალ დოკუმენტზე მუშაობის საჭიროება. სამი წლის შემდეგ, როდესაც მიგრაციის პრიორიტეტული საკთხი გახდა მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროკავშირის პოლიტიკის დონეზე, სტრატეგიის განხორციელებით მიღებული გამოცდილების შედეგად 2015 წელს საქართველომ მიგრაციის ახალი სტრატეგია მიიღო. დოკუმენტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ICMPD-სთან თანმშრომლობით SCMI-ის სამდივნოს მიერ იქნა შემუშავებული. ეს დოკუმენტი რადიკალურად განსხვავდება მისი წინამორბედებისგან. მასში მოცემულია იმ საკითხებისადმი სტანდარტიზებული მიდგომები, რომლებიც მსოფლიოს დღის წესრიგში დგას და ეროვნული ინტერესების და ბოლო წლებში შემუშავებული საერთაშორისო პოლიტიკის შესაბამისად პრინციპების ერთობლიობას ეფუძნება.

2015 წელს საქართველომ გამოსცა მიგრაციის პროფილი ახალი ფორმატით. გვიამბეთ დოკუმენტის შესახებ, კონკრეტულად კი თუ როგორც მოხდა მონაცემების შეგროვების და ანალიზის ორგანიზება, ვინ შეასრულა ძირითადი/მაკოორდინირებელი როლი და რით იხელმძღვანელეს მათ შერჩეული ფორმატის იდენტიფიცირების დროს?

მიგრაციის მართვის ეროვნული სისტემა შედგება ოთხი, ურთიერთ დამოკიდებულებული მოდულისგან: სტრატეგია, მიგრაციის პროფილი, მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემა და მიგრაციის რისკის ანალიზის სისტემა. ერთად ისინი აყალიბებენ მექანიზმს, რომელიც აკავშირებს ამ მოდულებს სინქრონიზირებულად და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნას უწყობს ხელს. მიგრაციის პროფილი მოზაიკის მართლაც რომ მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საშუალებას აძლევს გადაწყვეტილების მიმღებებს ჩამოაყალიბონ პოლიტიკა შეკრებილი და გაანალიზებული სხვადასხვა სტატიკური მონაცემების მეშვეობით. შეიქმნა რა სამდივნოს ანალიტიკური განყოფილების დახმარებით, პროფილი, წარმოდგენილი ეგრეთ-წოდებული მესამე, შუალედური ვერსიით, განსხვავდება წინათ არსებული, გავრცობილი თუ მსუბუქი მოდელებისგან. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ავტორები უპირველეს ყოფლისა ორიენტირებული იყვნენ, რომ იგი კარგად სტრუქტუირებული, ინფორმაციული, გასაგები და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო. როდესაც ამ ელემენტებისგან შემდგარი სტრუქტურა საბოლოოდ მზად იყო, სამდივნომ დაიწყო მეორე ფაზა – მონაცემების შეგროვება. ამ კონკრეტული მიზნისთვის, სპეციალურად შემუშავებული მონაცემების მოთხოვნის ფორმები მომზადდა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო შეგროვებული მონაცემების იოლად მანიპულირება და გამოთვლა. ამგვარად, ტექნიკური სამუშაოსთვის წინათ გამოყენებული დრო, ახლა განკუთვნილი იყო შესაბამისი რეკომენდაციების ანალიზის და ჩამოყალიბებისთვის.

მიგრაციის შესახებ მონაცემების შეგროვება და სათანადო ანალიზი მნიშვნელოვანია მიგრაციის სფეროში გონივრული პოლიტიკის დაგეგმვის და კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენ ვიცით, რომ ერთ წელზე მეტია საქართველო მუშაობს ელექტრონულ სისტემაზე, UMAS-ზე ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის მიზნით. გთხოვთ გვიამბეთ ამ სისტემის შესახებ და თუ როგორ გეგმავთ მის გამოყენებას?

მონაცემების შეგროვება ძალიან რთული და სპეციფიური სამუშაოა, რომელიც აერთიანებს თემატურ მახასიათებლებზე მორგებულ შეგროვების პროცესს, დროს და წინასწარ განსაზღვრულ პარამეტრებს. ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, SCMI-ის სხვა წევრ სააგენტოებთან ერთად ჩამოაყალიბა მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემის (UMAS) კონცეფცია. ამ სისტემის იდეაა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ყველა სააგენტოს სხვადასხვა ელექტრონული ბაზების დაკავშირება და PSDA-ის მიერ მართული ცენტრალური ანალიტიკურ ჰაბთან მათი დაკავშირება. ძირითადი მოდულის მიზანია საჭირო მონაცემების შეგროვება და ყოვლის მომცველი სტატისტიკის შექმნა წინასწარ განსაზღვრული პატერნების მიხედვით, რომლებიც სტრუქტუირებული და მართულია სპეციალიზირებული ანალიტიკოსების ჯგუფის მიერ. ამგვარად, UMAS-ი მნიშვნელოვნად შეამცირებს MP-ების შექმნაზე დახარჯულ დროს და გაზრდის SCMI-ის შესაძლებლობებს რისკის ანალიზის კუთხით, რომელიც სანდო მონაცემებზეა დამოკიდებული. ICMPD-ის და IOM-ის მეშვეობით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სისტემა 2016 წელს გაიშვება და ზემოთ აღწერილი მიგრაციის მართვის სისტემად ჩამოყალიბება.

რადგანაც უკვე გაქვთ მიგრაციის პროფილის შექმნის გამოცდილება რა მოსაზრებებს და რეკომენდაციებს გაუზიარებდით საკუთარი პროფილის შექმნის მსურველ სხვა სახელმწიფოებს?

ზემოთ-თქმულისგან განსხვავებით, პასუხი ამ კითხვაზე უფრო მარტივია. მიგრაციის პროფილზე მუშაობის პროცესში რეკომენდებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის დაცვა: ა) დოკუმენტი უნდა იყოს ინფორმაციული და ამავდროულად მომხმარებლისთვის იოლად აღსაქმელი. ზოგჯერ ცუდად სტრუქტუირებული (განსაკუთრებით მნიშვნელოვანი) ინფორმაციით შეიძლება მკითხვების შეცდომაში შეყვანა, რითაც ავტორების დიდი ძალისხმევა უსარგებლო გახდება; ბ) თუკი მიგრაციის პროფილი არსებულ მოდელებზე დაყრდნობით იქმნება, ავტორები არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ მისი დახვეწით, უნდა გადავრცონ დოკუმენტი და მოარგონ იგი ქვეყნის კონკრეტულ საჭიროებებს; გ) მონაცემების შეგროვება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ წინასწარი და დეტალური შეფასებით თუ რის მიღება შეიძლება მონაცემების წყაროსგან და რა დრო იქნება საჭირო შეგროვებული მასალის ერთ დოკუმენტში თავმოყრისთვის; და ბოლოს დ) არ გაართულოთ დოკუმენტი უსარგებლო მახასიათებლების გამოყენებით, რადგანაც ეს არ შემატებს დოკუმენტს მნიშვნელობას და მხოლოდ დააბნევს მკითხველს.

ბატონო დავით, დიდი მადლობა დროის დათმობისა და პრაღის პროცესში ჩართვისთვის!