მიგრაციის სტრატეგიის გავლენის ანალიზი და შეფასება

SCMI-ს სამდივნოს ფარგლებში მოქმედი ანალიტიკური განყოფილება, რომელიც ENIGMMA-ს პროექტის ფარგლებში დაარსდა, გააგრძელებს ფუნქციონირებას და ხელს შეუწყობს მიგრაციის სტრატეგიის შიდა მონიტორინგსა და შეფასებას, ასევე, საქართველოში მიგრაციასა და განვითარებას შორის კავშირისა თუ მიგრაციის პროცესების ანალიზის მოთხოვნათა დამუშავებას.

ამ პროექტის ფარგლებში მონიტორინგი გაეწევა მიგრაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას. SCMI-ის სამდივნოს მოთხოვნით, ეს საქმიანობა, ანალიტიკურ განყოფილებასთან თანამშრომლობის საფუძველზე, მოიცავს მიგრაციის სტრატეგიის შესწორებებზე მუშაობასაც. SCMI-ის სამდივნო მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შეფასებას 2017 წლის ბოლოს და 2020 წელს გეგმავს.

ამგვარად, პროექტი ხელს შეუწყობს SCMI-ის სამდივნოს ამ ამოცანის განხორციელებაში. საჭიროებისას, პროცესში ჩაერთვებიან ანალიტიკური („think tank“) ჯგუფები, კვლევითი ინსტიტუტები და აკადემიური წრეები.

მიგრაციის სტრატეგიის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ხარვეზისა და საჭიროების იდენტიფიცირებას, მდიდარი გამოცდილების მიღებას და ეფექტიანი მეთოდების შემუშავებას, პროექტი ხელს შეუწყობს სამოქმედო გეგმების შედგენას 2018, 2019 და 2020 წლებში, ასევე 2021–2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის საფუძვლის შექმნას. განვითარდება და განახლდება საშუალო ფორმატის მიგრაციის პროფილიც (MMP).