მიგრაციის სტრატეგიის განხორციელება და შეფასება

2015 წელს საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ და 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემოღების გათვალისწინებით, აშკარად დგას საჭიროება, 2016-2020 წლებში შემდგომი მხარდაჭერა გავუწიოთ ქართულ ინსტიტუტებს ისეთ პროცესებში, როგორიცაა მიგრაციის სტრატეგიის განხორციელება, მისი გავლენის მონიტორინგი და შეფასება – ისე, რომ არ შეიზღუდოს მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა და შეფასების ინდიკატორების დოკუმენტი. ასევე აუცილებელია გრძელვადიანი მიგრაციის პოლიტიკის დაგეგმვის შემდგომი მხარდაჭერა.

აქედან გამომდინარე, ვიზალიბერალიზაციის გავლენის შემდგომი მიდევნება და ანალიზი, არასრული სიის სახით, შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

– ვიზალიბერალიზაციის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებასთან დაკავშირებული ზოგადი ცვლილებები საქართველო-ევროკავშირის ქვეყნებს შორის;

– საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნებისა და არშეშვების შემთხვევათა ანალიზი;

– დასაქმების სააგენტოთა მუშაობაში ცვლილებებისა და ევროკავშირში ქართველთა შრომითი საქმიანობების ანალიზი;

– ამ სფეროებში პოლიტიკის რეკომენდაციათა შემუშავება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოებაში.

კვლევა უნდა ჩატარდეს 2018 წლის გაზაფხულზე, ანუ ვიზალიბერალიზაციის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ. გარდა ამისა, კვლევისშემდგომი განხილვა და შესწორება დაგეგმილია პროექტის განხორციელების მომდევნო წლებშიც (2019 -2020).

ამ საქმეს გაუძღვებიან ICMPD-ის შიდა და გარე ექსპერტები, SCMI-ს სამდივნოსა და ანალიტიკურ განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სამაგიდო კვლევის, გასაუბრების, გამოკითხვების, შეფასებისა და სათანადო სქემის შემუშავების მეშვეობით. ასეთი მიდგომა საფუძველს ჩაუყრის და გააუმჯობესებს პროექტის ზოგიერთი კომპონენტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს.