მიგრაციის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა

ერთი მხრივ, მიგრაციისა და, მეორე მხრივ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სტრატეგიათა პრიორიტეტების გათვალისწინებით, შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი მიგრაციის კანონმდებლობის გადასახედად.  მისი წევრები იქნებიან: SCMI-ს წარმომადგენლები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლის დეპარტამენტი, ევროკავშირის ქვეყნები, ქართველი და ევროკომისიის წევრი ქვეყნების ექსპერტები, ასევე, პროექტის თანამშრომლები და ორივე მხარის აკადემიური ინსტიტუტები. ექსპერტთა ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს შემდეგ, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები ევროკავშირის კანონმდებლობასთან მეტ დაახლოებაზე, ასევე, საამისოდ საჭირო ინსტიტუციური და შესაძლებლობათა განვითარების აქტივობებზე; ამ რეკომენდაციებს შემდგომ SCMI-ს წარუდგენენ განსახილველად.