მიმოხილვა

პროექტი „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ (ENIGMMA 2) დაფინანსებულია საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმებით. ამ შეთანხმებას ხელი 2017 წლის მაისში მოეწერა, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) 2016 წლის ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის II პროგრამის ფარგლებში. პროექტი ძირითადად ეფუძნება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) საქმიანობას საქართველოში, მათ შორის, ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტს „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA), რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან მიმდინარე სავიზო დიალოგის ფარგლებში მიგრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებაში.

პროექტი ENIGMMA 2 განხორციელდება 2017 წლის სექტემბრიდან 2020 წლის ნოემბრამდე, ICMPD-სა და საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (SCMI) მიერ.

მისი მიზანია, უფრო მეტად შეუწყოს ხელი საქართველო-ევროკავშირს შორის მობილობის გაზრდასა და ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას. ეს მიზნები მიიღწევა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული იდენტიფიცირებული თუ პოტენციური რისკების შემცირებით და  ვიზალიბერალიზაციის დადებითი ასპექტების გაძლიერებით როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. პროექტი გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას მიგრაციის სტრატეგიის განხორციელებაში, ასევე, მისი გავლენის მონიტორინგსა და შეფასებაში.

პროექტის გეგმის შესაბამისად, ICMPD, SCMI-სა და მის სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, განახორციელებს აქტივობებს, რომელთა მიზანია საქართველოში მიგრაციის მართვის სფეროში ჩართული სახელმწიფო ინსტიტუციების დახმარება პოლიტიკის შემუშავების, შესაძლებლობათა განვითარების, პოლიტიკის მიმოხილვაზე მონიტორინგისა და გავლენის შეფასების მექანიზმთა დანერგვაში. პროექტი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

– კომპონენტი 1 ითვალისწინებს მხარდაჭერას პოლიტიკის რეკომენდაციების ჩამოყალიბებაში. კერძოდ, ეს კომპონენტი ხელს შეუწყობს მიგრაციის სტრატეგიის განხორციელებასა და შეფასებას შემდეგი გზებით: მიგრაციის გაშუქებაზე მონიტორინგი ქართულ მედიაში; საქართველოში მიგრაციის მართვაზე მიგრაციის სტრატეგიის გავლენის ანალიზი და შეფასება; და ანალიტიკური და კვლევითი აქტივობები პოლიტიკის შემდგომი განვითარებისათვის.

– კომპონენტი 2 ითვალისწინებს ერთობლივი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას პოლიტიკის რეკომენდაციათა საფუძველზე. აქცენტი გაკეთდება ისეთ აქტივობებზე, რომლებიც მიემართება მიგრაციის რისკების თავიდან აცილებას, დიასპორის ჩართულობასა და სტუდენტთა მობილობას, ასევე, ცნობიერების ამაღლებას მიგრაციისა და მობილობის შესახებ.

– კომპონენტი 3 ითვალისწინებს შესაძლებლობათა მიზნობრივ განვითარებას შემდეგი მიმართულებებით: მიგრაციასთან დაკავშირებული აღქმის, ექსპერტიზისა და განათლების ხელშეწყობა; ცოდნის გაღრმავება ევროკავშირის მიგრაციის კანონმდებლობის შესახებ; მიგრაციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნების შესრულება; და მედიის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე.

კომპონენტი 4 ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირის ექსპერტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას შემდეგი გზებით: ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის ინსტიტუციების ფუნქციონირებაზე; მიგრაციის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე მიმართული ღონისძიებების გატარება; SCMI-სა და ევროკავშირის ინსტიტუციებს შორის კონტაქტების დამყარება მიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა სფეროებში; და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტთა გაცვლითი ვიზიტები საქართველოში.

კომპონენტი მაქსიმალურად ეფექტურს ხდის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს მიგრაციის ტენდენციების მონიტორინგისა და ევროკავშირთან რეგულარული თანამშრომლობის და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის გზით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ყველა ეტაპზე.

კომპონენტი 6 ახორციელებს მიგრაციის რისკების მონიტორინგის მექანიზმს; რეგულარულ მონიტორინგს და შეფასებას, მათ შორის ითვალისწინებს რეგიონალური დიალოგის შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიგრაციის რისკებთან დაკავშირებით.

კომპონენტი 7 აგრძელებს გაფართოებულ საინფორმაციო კამპანიებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

კომპონენტი 8 ზრუნველყოფს დიასპორის ჩართულობას ორგანიზებული და კანონიერი მობილურობის გზით.