მოლდოვის რესპუბლიკის საელჩო ნიდერლანდებში

radu_cucosინტერვიუ ბატონ რადუ კუკოშთან მოლდოვას რესპუბლიკის საელჩოს მთავარი წარმომადგენელი და მრჩეველი ნიდერლანდებში

LIBERTAS (ელ. ჟურნალი): რა ნაბიჯები გადადგა მოლდოვის რესპუბლიკამ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებიდან უვიზო რეჟიმამდე?

როგორც იცით, მოლდოვა-ევროკავშირის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ორ ფაზად და ოთხ ბლოკად იქნა სტრუქტურირებული. პირველი ფაზა იყო საკანონმდებლო, ხოლო მეორე, იმპლემენტაციის ფაზა. უვიზო რეჟიმის მოპოვებამდე, მოლდოვას უნდა დაეკმაყოფილებინა სამოქმედო გეგმის ოთხივე ბლოკის ორივე ფაზა.

ევროკავშირი-მოლდოვას ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პირველი ფაზის დროს, მოლდოვის ხელისუფლებას ადგილობრივი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოეყვანა ევროპულ სტანდარტებთან, განსაკუთრებით სამგზავრო დოკუმენტების, მიგრაციის და საზღვრის მართვის, სახელმწიფოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვის და საგარეო ურთიერთობების სფეროში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონმდებლობა, რომელიც მიღებულ იქნა, იყო კანონი სახელმწიფო საზღვარზე, კანონი სასაზღვრო პოლიციის შესახებ, კანონი უცხოელთა ინტეგრაციის შესახებ, სტრატეგია მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ, კანონი ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა და კანონი თანასწორობის შესახებ. არსებობს მოსაზრება, რომ ვიზის ლიბერალიზაციის პირველი ფაზა არ არის ისეთი კომპლექსური, როგორც მეორე, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ საკანონმდებლო პროცესს ხანდახან შეიძლება თან ახლდეს მთელი რიგი სირთულეები, როდესაც აზრთა სხვადასხვაობაა ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის ან როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებთ. აზრთა სხვადასხვაობა განსაკუთრებით მაშინ აღინიშნება, როდესაც ხდება სენსიტიური კანონმდებლობის განხილვა, როგორიცაა მაგალითად, კანონმდებლობა დემილიტარიზაციის აღსრულების შესახებ ან ანტიდისკრიმინაციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის იმპლემენტაცია მოლდოვაში სწრაფად განხორციელდა, ძალიან ბევრი კომუნიკაცია და კოორდინაცია იყო საჭირო დაინტერესებულ მხარეებს შორის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ინსტიტუციონალური შეუსაბამომები.

ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მეორე ფაზის დროს (რომელიც ასევე ცნობილია იმპლემენტაციის ფაზის სახელწოდებით), მოლდოვის რესპუბლიკას უნდა უზრუნველყო, პირველი ფაზის დროს შემუშავებული კანონმდებლობის ნორმების ეფექტური იმპლემენტაცია პრაქტიკული თვალსაზრისით. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია განვაცხადო, რომ მეორე ფაზის დროს გასათვალისწინებელი იყო ორი ძირითადი ელემენტი; პირველი კარგი კოორდინაციის შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის (თუ ადრე ყველა უწყება ცდილობდა საკითხების ინდივიდუალურად მოგვარებას, სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის დროს უწყებები ვალდებული იყვნენ მჭიდრო თანამშრომლობით ემუშავათ, გაეცვალათ ინფორმაცია და ქონოდათ ყოველდღიური კავშირი) და მეორე – რეფორმების მდგრადობის უზრუნველყოფა, კერძოდ, ის, რომ რეფორმებს გაეძლოთ დროისთვის. მოლდოვის სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს მეორე ფაზის ყველა ასპექტის გათვალისწინება და, შესაბამისად, მოიპოვეს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან.

LIBERTAS (ელ. ჟურნალი): ევრო კომისიამ 2013 წლის 27 ნოემბერს გააკეთა შეთავაზება შენგენის ტერიტორიაზე მოლდოვის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ნებადართვის შესახებ. ამის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა… რა არის ძირითადი სარგებელი, რომელიც მიიღო მოლდოვის სახელმწიფომ და მისმა ხალხმა უვიზო მიმოსვლის შედეგად?

მიუხედავად იმისა, რომ ევრო კომისიამ შეთავაზება 2013 წლის 27 ნოემბერს გააკეთა, მოლდოველ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობდნენ ბიომეტრიულ პასპორტს შესაძლებლობა მიეცათ ევროპაში ვიზის გარეშე ემოგზაურათ მხოლოდ 2014 წლის 28 აპრილიდან. სარგებელი, რომელივ უვიზო მიმოსვლამ მოუტანა მოლდოვას შესაძლოა შემდეგნაირი კლასიფიკაციის სახით წარმოვადგინოთ:

·         გაიზარდა ხალხებს შორის ურთიერთობა;

·         მოიშალა ბარიერები ბიზნესმენებისთვის;

·         დაიწყო ცონდის გაცვლა;

ხალხთა შორის ურთიერთობა სანიშუშოდ გაიზარდა. სასაზღვრო ორგანოების მიერ მოწოდებული მონაცემებით, უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმიდან პირველი 6 თვის მანძილზე, 297 000-მა მოლდოველმა იმგზავრა ევროკავშირის ქვეყნებში. თუ ამას იმ მოლდოველებსაც დავუმატებთ, ვინც რუსეთში, უკრაინაში, აშშ-ში, კანადასა და სხვა ქვეყნებში ცხოვრობს, ევროკავშირში უვიზოდ გამგზავრებულების რაოდენობა 300 000-ზე მეტი იქნება.

ბიზნესისთვის მობილობა და მოქნილობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოლდოვას ექსპორტის უმეტესი ნაწილი ევროკავშირში გადის, შესაბამისად, ბიზნესმენებს უვიზო მიმოსვლა ესაჭიროებოდათ. მოლდოვა-ევროკავშირს შორის ბიზნესი უფრო ინტენსიური გახდება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, უვიზო მიმოსვლა კი ბიზნესმენებს საქმიანობას გაუადვილებს.

ცოდნის გაცვლა ძალიან საყურადღებო საკითხია. მოლდოვას მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობენ და ევროკავშირისგან შემოთავაზებულ ყველა სიკეთეს საკუთარ თავზე ცდიან, შეძენილი ცოდნის საკუთარ სამშობლოში დანერგვა შეეძლებათ. ჰოლანდიაში, სადაც ამჟამად დიპლომატიური მისიით ვარ, ზოგიერთს შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს საქალაქო ტრანსპორტის ალტერნატიულ საშუალებებზე, მაგალითად, ველოსიპედებზე. ესტონეთში ზოგიერთს შეუძლია გაიგოს თუ როგორ იყენებს საჯარო სერვისი ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების ინოვაციურ ხელსაწყოებს. კიდევ უამრავი მაგალითია, რომელიც ცხადყოფს, რომ უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ცოდნის გაცვლას აჩქარებს.

LIBERTAS (ელ. ჟურნალი): თქვენი აზრით, რა ქმედებები უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობამ და ხალხმა რათა წარმატებით დაასრულოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მიაღწიონ უვიზო მიმოსვლას?

ზოგადად, ევროპული ინსტიტუტები მომთხოვნია, მაგრამ სამართლიანი. მიუხედავად იმისა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება ძალიან რთული პროცესია, ყველა მითითებულ პუნქტებს შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირი ქართველი ხალხისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს. ერთი რჩევა რაც ჩემს ქართველ კოლეგებს შემიძლია მივცე არის ის, რომ დაუღალავად იმუშაონ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პუნქტების შესრულებაზე და შედეგიც არ დააყოვნებს. მოლდოვას მთავრობა მზად არის თავისი რჩევები და საჭირო გამოცდილება საქართველოს გაუზიაროს.

სტატიის ავტორი: სალომე ფხალაძე

სტატიის წყარო ელ. ჟურნალი LIBERTAS