ონლაინ სკოლა

2014 წელს, ICMPD-ს პროექტი ENIGMMA დაეხმარა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ონლაინ სკოლის ჩამოყალიბებაში. ონლაინ სკოლის კონცეფცია ამ აპარატმა შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან კავშირის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით კი დიასპორის ახალგაზრდა თაობის მოსაზიდად ქართული ენის, კულტურისა და ისტორიისადმი მათი ინტერესის გაღვივებისათვის. სკოლის მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებმა ნებისმიერმა ახალგაზრდამ, რომელსაც, დამოუკიდებლად თუ მშობლების დახმარებით, მეტის გაგება სურს საქართველოზე, შეძლოს ონლაინ სკოლასთან დაკავშირება და ელექტრონულად ხელმისაწვდომ გაკვეთილებზე დასწრება.

ICMPD/ENIGMMA პროექტით განსაზღვრული კონკრეტული დახმარება კი გულისხმობს დისტანციური გაკვეთილების შინაარსის შედგენას. ამ კუთხით, ENIGMMA-მ მოკლე ვადით აიყვანა ეროვნული ექსპერტები, რათა ხელი შეუწყონ სწავლებას და სკოლისათვის განსაზღვრონ დისტანციური გაკვეთილების შინაარსი, სასწავლო პროგრამა და ყველა საჭირო მექანიზმი (აპლიკაციები, ვიზუალური მხარე, აუდიო/ვიდეო მასალები).

დისტანციური გაკვეთილების შინაარსი ორ ფაზად ჩამოყალიბდა:

  • ფაზა I – დისტანციური გაკვეთილებისთვის შინაარსისა და სასწავლო პროგრამის შექმნა ქართული ენის შესასწავლად, დამატებითი ონლაინ აპლიკაციებით; დაწყებითი კურსი (A1-1 და A1);
  • ფაზა II – დისტანციური გაკვეთილებისთვის შინაარსისა და სასწავლო პროგრამის შექმნა ქართული ენისა და ისტორიის შესასწავლად, ეთნოგრაფიის და გეოგრაფიის ელემენტების ჩართვით, ასევე, პილოტური ონლაინსწავლების სისტემის/მექანიზმების/აპლიკაციების დამატებით; მაღალი დონე.

ტექნიკური აპლიკაციებისა და მექანიზმების დახმარებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ სტუდენტებს/ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ ქართული ენის და/ან ისტორიის შესწავლა, მიეცემათ ინტერაქციული სწავლების უნიკალური შესაძლებლობა, გასართობი და მოტივაციური აუდიო/ვიდეო მასალების დახმარებით.

დისტანციური გაკვეთილები, შინაარსითა და ტექნიკური მექანიზმებით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო აპარატს და ENIGMMA -ს გადაეცა 2015 წლის სექტემბერში.

დიასპორის ონლაინ სკოლის პილოტური პროექტის სატესტო ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე