პერსონალურ მონაცემთა დაცვა

საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ (შემდგომში კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ) 2011 წლის დეკემბერში გარკვეული დათქმებით მიიღეს, რომლებიც 2012 წლის 1 მაისიდან შევიდა ძალაში (მუხლები 43-55 ამოქმედდა 2013 წლის 1 იანვარს; კერძო სექტორთან დაკავშირებული მუხლები 34, 35 და 39 კი – 2016 წლის 1 იანვარს). 2013 წელს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ჩამოყალიბდა. ეს სახელმწიფო დაწესებულება პასუხისმგებელია ქვეყანაში მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე. უწყების ძირითადი ფუნქციებია:

  • საჯარო და კერძო სექტორისათვის რეკომენდაციების გაცემა პერსონალურ მონაცემთა ადეკვატურად დაცვის შესახებ;
  • მონაცემებთან დაკავშირებული საჩივრებისა და სარჩელების განხილვა;
  • საჯარო და კერძო სტრუქტურების შემოწმება, რომ მონაცემები კანონთან შესაბამისად დამუშავდეს;
  • საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

საქართველოსა და ევროკავშირის ვიზალიბერალიზიციის სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვას ეხება. ეს საკითხი მოხსენიებულია ევროკავშირის სავიზო რეჟიმის დიალოგის შემდეგ მიმართულებებში:

  • დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრიული საბუთების ჩათვლით;
  • საზღვრის ინტეგრირებული მართვა;
  • მიგრაციის მართვა

ამგვარად, მიგრაციის მართვის კუთხით პერსონალურ მონაცემთა დაცვა ICMPD/ENIGMMA პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. შესაბამისად, ENIGMMA-მ დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა (PDPI) და მიგრაციის მართვაში ჩართული ყველა ძირითადი სახელმწიფო დაწესებულების შესაძლებლობათა გაძლიერება:

  1. 2014 წლის აგვისტოში საქართველოს კანონში პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ დამატებითი ცვლილებები შევიდა. ეს ცვლილებები მოიცავდა სამართლებრივ დებულებათა გავრცელებას პოლიციის სექტორზე, რის გამოც მიგრაციასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ სფეროებში საჭირო გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა დაცვის არსებული რეგულაციები პერსონალ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონის შესაბამისი ყოფილიყო. ამიტომ პროექტმა ENIGMMA-მ აიყვანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ექსპერტი ჩეხეთის რესპუბლიკიდან, რომელმაც, სამინისტროს ორგანიზაციული პრაქტიკისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან შესაბამისობის ანალიზზე დაყრდნობით, კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.

მიმდინარე დახმარების სახით კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და შსს-თან შეთანხმდა სატრენინგო ციკლი ასეთი მონაცემების დაცვაზე საქართველოს კანონის კონკრეტულ დებულებებსა და მათ პრაქტიკულ დანერგვასთან მიმართებით. საერთო ჯამში, 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის თებერვლამდე დაიგეგმა და განხორციელდა ხუთი ტრენინგი, შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტების ჩართულობით.

photo

სატრენინგო ციკლი PDP-ის შსს-თვის

ტრენერთა ტრენინგი PDP-ის შსს-თვის

  1. საქართველოში მიგრაციის მართვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საბაზისო კვლევა“ 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მარტამდე ჩაატარა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა (IRC), ICMPD/ENIGMMA-ს გუნდსა და პროექტის მიერ მოწვეულ ავსტრიელ ექსპერტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

კვლევის მიზნები იყო:

  • საჯარო სტრუქტურების მიერ პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონით განსაზღვრული ნიშნულების შესრულება საქართველოში;
  • ამ კანონის მიერ მონაცემთა დაცვის შეცვლის მასშტაბი, კანონის ძალაში შესვლამდე არსებული სიტუაციასთან შედარებით (2013 წელს და ადრე);
  • ევროპის საბჭოს 1981 წლის კონვენციასთან (პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისა და ფიზიკური პირების დაცვის შესახებ) მეტი ჰარმონიზებისა და შესაბამისობის მასშტაბი, გამოწვეული პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის შედეგად მიღებული ცვლილებებით.
  • ასევე, მოეხდინათ საქართველოს მიგრაციის მართვის სფეროში მონაცემთა დამუშავების ასპექტების იდენტიფიცირება, რომლებსაც არ ფარავს ან არასათანადოდ მოიცავს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, და გაცემულიყო საჭირო რეკომენდაციები ზემოხსენებულ სფეროში ამ კანონის დასანერგად.

კვლევის შედეგებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იყენებს მიგრაციის მართვის სფეროში კანონის დანერგვის შემდგომი მონიტორინგისათვის, ასევე, პროცესის გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული ნაბიჯებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

კვლევის ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს საქართველოს თითოეული სახელმწიფო დაწესებულებისთვის, რომელიც მუშაობს მიგრაციის საკითხებზე და ჩართულია მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემების რეგულარულად მართვაში. რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ (MRA) დახმარება მოითხოვა სამინისტროში მონაცემთა დაცვის მექანიზმების დასარეგულირებლად და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამ კუთხით, პროექტი ENIGMMA გეგმავს MRA-სათვის კონკრეტულად შემუშავებული დახმარების გაწევას, ეროვნული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტთა ჩართვით. ეს საქმიანობა გაგრძელდება 2016 წლის ზაფხულამდე.

საქართველოში მიგრაციის მართვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საბაზისო კვლევის ანგარიშის მიმოხილვა.

  1. მიგრაციის მართვის სფეროში პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება:
  • მონაცემთა დაცვის დღე: პროექტმა ENIGMMA-მ მხარი დაუჭირა საქართველოში მონაცემთა დაცვის დღის აღნიშვნას 2014 და 2016 წლებში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობასა და საქართველოს მთავრობის მიერ ამ კუთხით გატარებულ ზომებზე საზოგადოების ინფორმირებისათვის დაიგეგმა და განხორციელდა მაღალი დონის ღონისძიებები;
  • ტრენინგები პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მიგრაციის შესახებ: პროექტი ENIGMMA, მიგრაციის საკითხებზე სახელმწიფო კომისიის სამდივნოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით, ტრენინგებს მართავს დაინტერესებული მხარეების მიერ ერთობლივად შერჩეული სამიზნე ჯგუფებისათვის. 2015 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2017 წლის ივნისში სამი ასეთი ტრენინგი ჩატარდა. ერთი სამიზნე ჯგუფი გახლდათ საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებები, მეორე კი – სასამართლო სისტემა.
  • ზამთრის სკოლა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ: პროექტმა ENIGMMA-მ, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამაშრომლობით და გაერთიანებული ერების და ევროკავშირის პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ დახმარებით და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით გამართა ზამთის სკოლა სტოდენტებისთვის მონაცემების დაცვის შესახებ. ინიციატივის მთავარი მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ და მათი ინფორმირება თანამედროვე, ციფრულ ეპოქაში პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.

ამასთანავე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა წარმოადგინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის შესაძლო ცვლილებები, მათ შორის წინადადება მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან შესაბამისად, მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის (UMAS) შექმნისა და დანერგვის შესახებ. UMAS არის მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიით და შექმნილია ICMPD-ის პროექტის ENIGMMA-ს დახმარებით SCMI-ის სამდივნოსთან პარტნიორობით..

ზამთრის სკოლა პერსონალური მონაცემების შესახებ

ტრენინგი პერსონალური მონაცემების დაცვისა და მიგრაციის მართვის შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის

ტრენინგი პერსონალური მონაცემების დაცვისა და მიგრაციის მართვის შესახებ მოსამართლეებისთვის

მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში

  1. პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება
  • პროექტმა ENIGMMA-მა, გერმანელი STE ექსპერტების ჩართულობით, მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი გამართა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებისთვის;
  • ტრენინგი კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ გაიმართა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებისთვის. ღონისძიების მიზანი იყო PDPI-ის აპარატის შესაძლებლობის გაძლიერება სამაგიდე და საველე პროფესიონალური კვლევების ჩატარების მიზნით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი სტრატეგიისა და პოლიტიკის დოკუმენტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავებას.

ტრენინგი მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ PDPI-ის აპარატისთვის

ტრენინგი კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ PDPI-ის აპარატისთვის