პერსონალურ მონაცემთა დაცვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ექსპერტებთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენელთა – კერძოდ, მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე პირთა – შესაძლებლობების განვითარებაზე.

ამ საქმიანობაში შევა:

  • მიგრაციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგის მეთოდოლოგიისა და შინაარსის შემუშავება SCMI-ს ორგანიზაციებისათვის;
  • მიგრაციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით, SCMI-ს წევრების შესაძლებლობათა განვითარებაზე მიმართული აქტივობების ორგანიზება.