პროექტის მართვა

  • პროექტის განხორციელებას კოორდინირებას უწევს SCMI-ს სამდივნო და ICMPD-ის საკოორდინაციო გუნდი (შესაბამისი სამინისტროების საჭიროებებისა და წვლილის გათვალისწინებით, როდესაც დგას ამის საჭიროება – შერჩევითი და თემატიკაზე დაფუძნებული). ეს გუნდი უკვე მუშაობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENIGMMA-ს პროექტის ფარგლებში. პროექტის განხორციელების რეგულარული საკოორდინაციო გუნდის შეხვედრები ყოველთვიურად იმართება თბილისში, SCMI-ს სამდივნოსა ან ICMPD-ის ოფისში. ამ გუნდის შემადგენლობაში არიან SCMI-ს სამდივნოსა და ICMPD-ის თანამშრომლები (ძირითადად, თბილისში დაფუძნებული თანამშრომლები და პროექტის კოორდინატორი, თუკი შეხვედრები სხვა პროექტის კოორდინატორის ვიზიტებს ემთხვევა საქართველოში). შეხვედრების მიზანია მიმდინარე ღონისძიებების, შესაძლო რისკებისა და შესაბამისი შემარბილებელი სტრატეგიების განხილვა, პროექტის განხორციელების პროცესში დაბრკოლებათა თავიდან აცილება და პრევენცია, სამუშაო გეგმის განხორციელების დახვეწა და პროექტის ფინანსური თუ ადამიანური რესურსების ეფექტიანი გამოყენება.
  • პროექტის ხელმძღვანელი ჯგუფი (PSG) ჩამოყალიბდება მისი განხორციელების ყოველი ეტაპის მონიტორინგისათვის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საქმიანობების დახვეწის მიზნით. PSG დაკომპლექტდება სახელმწიფო ინსტიტუტების – SCMI-ს წევრებისგან, აკადემიური საზოგადოებისა და პროექტის არასამთავრობო პარტნიორებისგან, ICMPD-ისა და ევროპის ყრუთა კავშირის (EUD) წარმომადგენლებისაგან.

პროგრამის განხორციელების ეტაპზე PSG წელიწადში ორჯერ შეიკრიბება. PSG-ს შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად ექსპერტებსაც მიიწვევენ, თუკი საქართველოში მათი სამუშაო ვიზიტები ამ შეკრებებს დაემთხვევა.