პროექტ ENIGMMA-ს პუბლიკაციები

კვლევა “მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებში” ყურადღებას ამახვილებს მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის ძირითად მახასიათებლებზე, სტრატეგიის განვითარების ძირითად საფეხურებზე, მის ფუნდამენტურ პრინციპებზე, მიგრაციის სტრატეგიის მიმართულებების გადამწყვეტ ფაქტორებზე, კავშირებზე მცირე, საშუალო და გრძელვადიან მიზნებს შორის, თემატურ პრიორიტეტებზე, პოლიტიკის თანხვედრასა და მიზნების განხორციელების შესაძლებლობებზე, როგორც მიგრაციის პოლიტიკის პრაქტიკული იმპლემენტაციის საშუალებაზე.

კვლევითი ნაშრომი „თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის საქართველოში მიგრაციის მართვის სფეროში“ გამოქვეყნდა პროექტ ENIGMMA-ს ფარგლებში. ნაშრომი არის პროექტ ENIGMMA-ს 2015 წლის საზაფულო სკოლის შედეგად შექმნილი, საზაფხულო სკოლის მონაწილეების რუსუდან ასათიანის და თამარა წერეთელის მიერ. კლევაში ხაზგასმულია საქართველოს მიღწევები მიგრაციის მართვის სფეროში და საუბარია საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობაზე.

ნაშრომი „ქართველ მიგრანტთა რაოდენობა თურქეთში: რეგულირებული და არარეგულირებული მიგრაცია“ განიხილავს ქართველ მიგრანტთა სავარაუდო რაოდენობას თურქეთში. ნაშრომში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების ემიგრაციის მაჩვენებლის მიხედვით, ემიგრანტთა რაოდენობა შესაძლებელია ორჯერ აღემატებოდეს ოფიციალურად დაფიქსირებულ რიცხვს. ეს ფაქტორი უფრო მაღალია თურქეთისათვის, აღნიშნულის ტერიტორიული სიახლოვის და მიგრაციის და ცირკულაციის სიმარტივის გამო. ნაშრომი დაფუძნებულია ძველ ნაშრომებზე საქართველოში ემიგრაციის ინდიკატორების შესახებ, ისევე როგორც ხანგრძლივ მონაცემთა შეგროვებაზე.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ 2016 წლის დეკემბერში მოამზადა ფულადი გზავნილების თაობაზე მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილი (BMP), რომელიც  წარმოადგენს საშუალო ფორმატის მიგრაციის პროფილის ლოგიკურ გაგრძელებას. თუმცა, მისგან განსხვავებით, ის ფოკუსირებულია მიგრაციული პროცესების კონკრეტულ ასპექტზე და აღწერს მას მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ინფოგრაფიკების საშუალებით. სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, პროფილის გავლენის ნაწილში ასევე წარმოდგენილია რამდენიმე კვლევის შედეგების ანალიზი, იმაზე თუ როგორ ხდება მიგრანტთა ფულადი გზავნილების გამოყენება საქართველოში მყოფი ოჯახების მიერ. დოკუმენტი შემუშავდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) – ფარგლებში.

წინამდებარე მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილი ეძღვნება ბოლო 6 წლის განმავლობაში (2010-2015 წწ.) საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების დინამიკის ანალიზს და მათ გამოყენებას შინამეურნეობების მიერ. მასში წარმოდგენილია რეკომენდაციები, როგორც ფულადი გზავნილების კვლევების გაუმჯობესების თაობაზე, ასევე ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ფულადი გზავნილების გავლენის ზრდის შესწავლაზე.