სავიზო და საკონსული საქმეთა პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის მიერ მიგრაციის სტრატეგიაში განსაზღვრული პრიორიტეტების, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით მოცული მიმართულებების, მიზნების, მოსალოდნელი შედეგების და პროექტში (ENIGMMA), საქართველო მიგრაციის მართვის გაძლიერებაში დასახული ღონისძიებების გათვალისწინებით, ICMPD-ი დახმარებას უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ საქართველოს ახალი კანონის (შემდეგში უცხოელთა შესახებ კანონი) დანერგვის პროცესში.

პროექტის სამუშაო გეგმა ჩამოყალიბდა სამინისტროს კონკრეტული საჭიროებების მიხედვით, შეიქმნა გრძელვადიანი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ეროვნული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები არიან გაერთიანებულები. შესაბამისად, პროექტმა ENIGMMA-ამ, ეროვნულ, ავსტრიის და სლოვაკეთის სავიზო საქმეთა ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა დამხმარე სამართლებრივი აქტები უცხოელთა შესახებ კანონის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით. კონკრეტულად კი, მათ გადახედეს და გაანალიზეს კანონქვემდებარე აქტების დებულებები უცხოელთა შესახებ კანონის მოთხოვნებისა და ქვეყანაში მიმდინარე ბოლო დროინდელი განვითარებების შესაბამისად; დახმარება გასწიეს შესაბამისი შიდა სამართლებრივი აქტებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბების პროცესში; წვლილი შეიტანეს საქართველოს სავიზო გასაჩივრების პროცედურების ჩამოყალიბებასა და ვიზის აპლიკანტების შეფასების მოდულის შექმნაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფორმაციის გაზიარებით/ვიზის გასაჩივრების პრაქტიკის გაანალიზების მეშვეობით და

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის შედეგად გამოწვეული პოლიტიკური და ინსტიტუციონალური ცვლილებების გამო, სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზღვარგარეთ საკონსულოს წარმომადგენლების საქმიანობის მონიტორინგის კომპლექსური კონცეფციის შექმნა. ამგვარად, ENIGMMA-მ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საკონსულო დეპარტამენტთან ერთად და ეროვნულ და ავსტრიელ ვიზა ექსპერტებთან მჭიდრო თანამშომლობით: შეაფასა და გაანალიზა არსებული სავიზო სტატისტიკა, ვიზის პილოტირების მონიტორინგის მისიები და საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემა (შემდეგში – CCMES); ჩამოაყალიბა მონიტორინგის გაიდლაინები და მეთოდოლოგია; გაანალიზა მიღებული გაკვეთილები და ჩამოაყალიბა რეკომენდაციები შემოთავაზებული პროგრამის მდგრადობის გაძლიერების მიზნით; მონიტორინგის პილოტური მისიები საზღვარგარეთ სამ, წინასწარ შერჩეულ საკონსულო დეპარტამენტში ჩატარდა ისრაელში, თურქეთსა და ირანში; საქართველოს სავიზო პოლიტიკისა და პრაქტიკის მიმოხილვა, ისევე როგორც რეკომენდაციები მიეწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის განხილვისთვის. პილოტური მისიების მიზანი ასევე იყო ავსტრიის სავიზო დესკის მართვის და უსაფრთხოების სტანდარტების გაცნობა, ადგილზე დახმარების ღონისძიებების მიწოდება და საქართველოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკონსულოს თანამშრომლებს შორის კონტაქტების გამყარება.

პარალელურად, პროექტმა ENIGMMA-ამ ექსპერტებთან ერთად განახორციელა მუდმივი შეფასების მისიები სავიზო პოლიტიკის განხორციელების სტატუს ქვოს გადასინჯვის, სავიზო საკითხებთან დაკავშირებით საჭირო დახმარების გაწევისა და სამინისტროს   წარმომადგენლებისთვის და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებისთვის სხვადასხვა თემატური ტრენინგების ჩატარების მიზნით.

პროექტი ENIGMMA-ს სავიზო საკითხების ექსპერტთა მისია თბილისშ

საქართველოს მთავრობის დახმარება მიგრაციის სფეროში სამართალშემოქმედებაში

ტრენინგი საკონსულოებისთვის

ტრენინგი საქართველოს საგარეო სამინისტროსთვის სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით

ავსტრიელი ექსპერტის ვიზიტი საქართველოში

ტრენინგი საკონსულოს თანამშრომლებისთვის ვიზის გაცემის პროცედურების შესახებ

ღონისძიება სავიზო განაცხადების შეფასების შესახებ

საკონსულო მონიტორინგის მისია ისრაელში

საკონსულო მონიტორინგის მისია სტამბულში

საკონსულო მონიტორინგის მისია ირანში

ტრენინგი შენგენის ვიზა რეგულაციების შესახებ

სასწავლო ვიზიტი ბულგარეთში მიგრაციის რისკების ანალიზის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით

ENIGMMA -ს სასწავლო ვიზიტი სლოვაკეთში