საზაფხულო სკოლა 2016

„საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიგრაციის კვლევის შესახებორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტების ფარგლებში: „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA), რომელიც ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან თანამშრომლობით და „აზერბაიჯანთან პარტნიორობა მობილურობისათვის განხორციელების მხარდაჭერა“ (MOBILAZE), რომელიც ხორციელდება მიგრაციის მართვის საერთაშორისო ცენტრის მიერ, მიგრაციის სფეროში მოღვაწე სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით. საზაფხულო სკოლა გაიმართება აზერბაიჯანში. იგი 2016 წლის 26 ივნისიდან 2 ივლისამდე გასტანს.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციებს ჩაატარებენ საერთაშორისო აკადემია ექსპერტები ოქსფორდის, სობრონის, მაასტრიხტის უნივერსიტეტებიდან ისევე, როგორც აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. აღნიშნულ ღონისძებაში 50 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას შემდეგი დისციპლინებიდან: მედია, საერთაშორისო სამართალი, მიგარცია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, დემოგრაფია და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. მონაწილეობის მიღება შეეძლებათ სტუდენტებს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან, ისევე როგორც ქართული და აზერბაიჯანული დიასპორის წევრებს. საზაფხულო სკოლა 2016 წლის 26 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება. მის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება კვლევაზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინალური და ინოვაციური აკადემიური კურსი, სემინარები და პროექტები მიგრაციასთან და მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოში, აზერბაიჯანსა და ევროკავშირში. სწავლება მოიცავს კვევით სამუშაოს პროექტებს და დისკუსიას.

საზაფხულო სკოლის განმავლობაში აკადემია ექსპერტები განიხილავენ მიგრაციის სხვადასხვა საკითხებს, როგორიცაა შესავალი მიგრაციის კვლევაში, მიგრაცია და განვითარება, მიგრაცია და ეკონომიკა, მიგრაცია და ადამიანის უფლებები ა.შ. საზაფხულო სკოლის მინაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საზაფხულო სკოლის დაწყებამდე მოამზადონ კვლევითი ნაშრომის პროექტი და წარადგინონ და განიხილონ იგი ლექტორებთან ერთად; ამასთან ერთად, დისკუსიების და სემინარების შემდეგ შესაძლებელი იქნება აღნიშნული კვლევითი პროექტებისათვის საბოლოო სახის მიცემა.

წარმატებულ სტუდენტებს საზაფხულო სკოლის დამთავრების შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ დაბეჭდონ მათი ნაშრომი საზაფხულო სკოლის სახელმძღვანელოში. მონაწილეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან კურსს დაჯილდოვდებიან პროექტ ENIGMMA-ს და პროექტ MOBILAZE საზაფხულო სკოლის სერთიფიკატებით.

საზაფხულო სკოლა ინგლისურ ენაზე გაიმართება. შესაბამისად, ინგლისური ენის პროფესიული ცოდნა სავალდებულოა. ზემოდ ხსენებული დისციპლინის სტუდენტებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს სახელმწიფო უწყებებიდან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან, რომლებიც მიგრაციის შესაბამის თემებზე მუშაობენ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა საზაფხულო სკოლაში. ყველა სტუდენტის მგზავრობის და საცხოვრებელი ხარჯები დაიფარება პროექტების ფარგლებში. მონაწილეობის მიღება არის უფასო.

თქვენი CV და შევსებული აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: summer-school@icmpd.org აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 31 მარტი.

საზაფხულო სკოლის ბროშურა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.