საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

„საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიგრაციის შესახებ“ ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის ფარგლებში: „აზერბაიჯანთან „პარტნიორობა მობილობისთვის“ განხორციელების მხარდაჭერა“ (MOBILAZE) და „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ (ENIGMMA 2). ორივე პროექტი აზერბაიჯანსა და საქართველოში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშოსიო ცენტრის (ICMPD) მიერ ხორციელდება მიგრაციის მართვაში ჩართული აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საზაფხულო სკოლა 2018 წლის 1-7 ივლისში გაიმართება აზერბაიჯანში.

ერთ კვირიანი საზაფხულო სკოლის მიზანი და საბოლოო ამოცანაა, განავითაროს და ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი, აკადემიური ინფორმაციის გაცვლას და მიგრაციის საკითხების განხილვას მაგისტრატურის სტუდენტებსა და სხვადასხვა დისციპლინების ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის აზერბაიჯანსა და საქართველოში. საზაფხულო სკოლაში აქცენტი კეთდება კვლევაზე ორიენტირებულ, მულტიდისციპლინურ და ინოვაციურ აკადემიურ კურსებზე, რომელთა ფარგლებში განიხილება მიგრაციის კუთხით არსებული მდგომარეობა და პოლიტიკა ევროკავშირში, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანში. იმის გამო, რომ ფრონტალური სწავლება სწავლების მიზნების ეფექტიურ მიღწევას ვერ უზრუნველყოფს, საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები შეეცდებიან მონაწილეები ჩართონ სხვადასხვა ვერქშოპებსა და ლექციებში, რომლებსაც მიგრაციის საკითხთა ცნობილი ექსპერტები გაუძღვებიან. სწავლებასთან ერთად, საზაფხულო სკოლაში განხორციელდება კვლევები, პრაქტიკული სავარჯიშოები და გაიმართება ინტერაქტიული დისკუსიები. სწავლის სრული ციკლის უზრუნველყოფისთვის, საზაფხულო სკოლის განმავლობაში მონაწილეები შეძლებენ შეიმუშაონ, დასრულონ და წარმოადგინონ მცირე მასშტაბიანი პროექტები (როგორიცაა გამოკითხვა, შეფასება და სამართლებრივი ანალიზი და სხვა).

საერთაშორისო აკადემიური ექსპერტები, მათ შორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიგრაციის ობსერვატორიიდან, სასექსის უნივერსიტეტიდან, სორბორნის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლიდან და მაასტრიტხის უნივერსიტეტის მმართველობის სამაგისტრო სკოლიდან, ICMPD-დან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან წაიკითხავენ ლექციებს და უხელმძღვანელებენ სტუდენტებს. აკადემიური წრის ექსპერტები განიხილავენ მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებს, როგორიცაა მიგრაციის მეცნიერებათა შესავალი, მიგრაცია და განვითარება, მიგრაცია და ეკონომიკა, მიგრანტთა შეხედულებები, მიგრაციის კანონი და სხვა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მიგრაციის მეცნიერებათა, ჟურნალისტიკის/მედია სკოლის, საერთაშორისო სამართლის/მიგრაციის სამართლის, ეკონომიკის, დემოგრაფიის და/ან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების 25 სტუდენტს აზერბაიჯანიდან და 25-ს – საქართველოდან (სულ 50 სტუდენტი), რომლებიც აზერბაიჯანში, საქართველოში და უცხოეთში სწავლობენ. სწავლებაში ჩართვა, ასევე, შეუძლიათ აზერბაიჯანსა და საქართველოში მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდა პროფესიონალებს.

უფლებამოსილება და შერჩევის კრიტერიუმები

  • აზერბაიჯანის ან საქართველოს მოქალაქეები; ან საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანული და ქართული წარმოშობის პირები (აზერბაიჯანის ან საქართველოს დიასპორის წევრები);
  • საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მიგრაციასთან დაკავშირებული, პროგრამის კურსში შემავალი საკითხებით ძლიერი დაინტერესება (იხილეთ ქვემოთ და სააპლიკაციო ფორმა);
  • ინგლისური ენის (წერილობითი და ზეპირი) კარგი ცოდნა (გთხოვთ, წარმოადგინოთ სერთიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მედიის, საერთაშორისო სამართლის/მიგრაციის სამართლის, ეკონომიკის, მიგრაციის მეცნიერებათა, დემოგრაფიის და სოციალური და ეკონომიკურ მეცნიერებათა ან მსგავსი დისციპლინების სტუდენტი;
  • სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც ჩართული არიან მიგრაციის მართვაში აზერბაიჯანსა თუ საქართველოში;
  • აზერბაიჯანსა და საქართველოში მიგრაციის სფეროში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები.

საზაფხულო სკოლა ღიაა მხოლოდ საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის.

საზაფხულო სკოლა ინგლისურ ენაზე წარიმართება. შესაბამისად, ინგლისური ენის კარგი ცოდნა სავალდებულოა. ინგლისურის, როგორც უცხო ენის, მცოდნეებმა უნდა მიიღონ 7.00 ELTS/IELTS-ში ან 570 ქულა TOEFL-ში.

ყველა სტუდენტისთვის უსასყიდლოდ იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი.  მგზავრობის ხარჯები დაიფარება პროექტის მიერ. მონაწილეობისთვის არაა დაწესებული საფასური. განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ზემოთ აღნიშნული დისციპლინების სტუდენტებს, ასევე მიგრაციის თემებზე მომუშავე ახალგაზრდა პროფესიონალებს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სამოქალაქო ორგანიზაციებიდან.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა (ინგლისურ ენაზე):

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • CV (ევროპასის ფორმატში);
  • ინგლისური ენის სერთიფიკატი (სასურველია, არსებობის შემთხვევაში);
  • სარეკომენდაციო წერილი უნივერსიტეტიდან ან სამუშაო ადგილიდან.

შევსებული აპლიკაცია, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, შეგიძლიათ გამოგზვნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: summer-school@icmpd.org.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი.

ICMPD-ის შერჩევის კომიტეტი იტოვებს უფლებას, პოტენციურ კანდიდატებს გაესაუბროს ტელეფონით, რათა დადგინდეს ინგლისური ენი დონე და კანდიდატის დაინტერესება მიგრაციის საკითხებით. საზაფხულო სკოლისთვის შერჩევის პროცედურა გაგრძელდება 2018 წლის 30 აპრილამდე. ზემოთ აღნიშნულ თარიღამდე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. შესაძლებელია, შედგეს სარეზერვო სია, აპლიკანტების საერთო რაოდენობისა და შერჩეული კანდიდატების დაინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, სარეზერვო სიაში მოხვედრილ კანდიდატებს შეიძლება ზემოთ მითითებული თარიღის შემდეგ დაუკავშირდნენ.

საზაფხულო სკოლის შესახებ მოსამზადებელი საინფორმაციო შეხვედრა 2018 წლის მაისში/ივნისში გაიმართება ბაქოში და თბილისში. შერჩეულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ შეხვედრის ზუსტი თარიღისა და ადგილის შესახებ. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია საზაფხულო სკოლის საბოლოო პროგრამის, სხვა ორგანიზაციული საკითხებისა და მგზავრობის დეტალების შესახებ. დიასპორის შერჩეული წარმომადგენლები ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებენ ინფორმაციას პროგრამისა და სხვა საკითხების შესახებ.

პროგრამის წარმატებულად გავლის შემთხვევაში მონაწილეებს ICMPD-ის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სერთიფიკატი გადაეცემათ.

კურიკულუმი

ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ლექციებს და/ან ვერქშოპებს შემდეგ საკითხებზე (საზაფხულო სკოლის აპლიკანტების ინტერესების შესაბამისად):

  • მიგრაციის მეცნიერებათა შესავალი
    • მიგრაციის ძირითადი ფორმები, მიგრაციის მეცნიერებათა ძირითადი თეორიები, მიგრაციის მეცნიერებათა და სხვა დისციპლინებს შორის კავშირი, გლობალური მიგრაციის თანამედროვე ტენდენციები, განვითარების ზეგავლენა მიგრაციულ გადაადგილებაზე და საპირისპიროდ, ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული, პოლიტიკური გარემოს და სხვა ფაქტორების გავლენა მოსახლეობის გადაადგილებაზე.
    • მიგრაციის ისტორია, მათ შორის, ადამიანთა ადრეული მიგრაცია, ინდუსტრიალიზაცია, კოლონიზაცია, ტრასატლანტიკური მიგრაცია, მე-19 და მე-20 საუკუნეების მასობრივი მიგრაცია, მიგრაციის თანამედროვე ტენდენციები.
  • მიგრაციის კვლევის მეთოდები
    • კვლევის მეთოდების შესავალი, მიგრაციის კვლევაში მეთოდოლოგიური გამოწვევები, ეთიკის საკითხები კვლევაში/ეთიკური მოქმედების სცენარები, მიგრაციის შესახებ მონაცემთა წყაროები და გამოყენება, მონაცემთა შეგროვება, რაოდენობითი და თვისებრივი მიდგომები, მონაცემთა ანალიზი, რაოდენობითი და თვისებრივი მიდგომები და ინსტიტუციები.
  • მიგრაცია და განვითარება
    • აკადემიური და პოლიტიკის მიდგომები, მიგრაცია და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs), ფულადი გზავნილების როლი, კვალიფიციური მუშახელის მიგრაცია და დიასპორა. კვლევის ძირითადი მეთოდები, რომლებიც გამოიყენება მიგრაციისა და განვითარებას შორის კავშირის დასადგენად და დასრულებული ან მიმდინარე კვლევის მაგალითები.
    • უცხოელთა ინტეგრაცია
  • მიგრაცია და ეკონომიკა
    • მიგრაციულ გადაადგილებაზე მოქმედი ეკონომიკური ფაქტორების მიმოხილვა და საპირისპიროდ, ემიგრაციისა და იმიგრაციის ეკონომიკური და სხვა დაკავშირებული ეფექტები/შედეგები (შრომის ბაზარი, ჯანდაცვის მდგომარეობა, სიღარიბე, სხვა). კვლევის ძირითადი მეთოდები, რომლებიც გამოიყენება მიგრაციისა და ეკონომიკას შორის კავშირის დასადგენად და დასრულებული ან მიმდინარე კვლევის მაგალითები.
  • მიგრაციის საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, თავშესაფრის და ადამიანის უფლებათ/უსაფრთხოების კავშირი
    • ოჯახის გაერთიანება, ბავშვთა უფლებები, პირადი ცხოვრების უფლება. ადამიანთა უფლებები არალეგალური მიგრაციის პროცედურების დროს: დეპორტაცია და დაკავება. ECHR-ის პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა, მოქალაქეობა.
    • თავშესაფრის და იძულებით გადაადგილების კუთხით თანამედროვე ტენდენციების მიმოხილვა, თავშესაფარი საერთაშორისო სამართალსა და ეროვნულ კანონმდებლობაში, იძულებითი გადაადგილების გადაწყვეტილება, შემთხვევების ანალიზი .
  • მიგრაცია და მედია
    • მედიის მუშაობის პრინციპების გაგება, მედია ლანდშაფტი და მასში მიმდეინარე ცვლილებები, კავშირი მედიას, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცნობიერებას შორის, მიგრაცია მედიაში, საჯარო ინფორმაცია მიგრაციის სტრატეგიების შესახებ.