სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა

ლეგალური მიგრაციის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა. შემომავალ და გამავალ სტუდენტთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, საქართველო ასეთ მობილობას პრიორიტეტად მიიჩნევს. შესაბამისად, ქვეყნის მთავრობა აქტიურად უწევს პოპულარიზაციას გაცვლით პროგრამებს და, ამავდროულად, სწავლის პროცედურების გამარტივებით, ცდილობს, უფრო მეტი უცხოელი  სტუდენტი მოიზიდოს საქართველოში. ქართულ უნივერსიტეტებში თანდათანობით იზრდება გაცვლითი პროგრამები უცხოელი სტუდენტებისათვის.

სტუდენტთა მობილობის პროგრამების გასაძლიერებლად და ამ სფეროში სათანადო კოორდინაციისათვის, პროექტი გეგმავს არსებული გაცვლითი პროგრამების იდენტიფიცირებასა და ამ პროგრამებში ჩართულ საქართველოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე, ახალი გაცვლითი პროგრამების განვითარების მიზნით, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას და სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირში შესვლისა და ცხოვრების წესებზე. პროექტის საქმიანობები დაიგეგმება ENIGMMA-ს პროექტის აკადემიურ წრეებთან ურთიერთობით მიღებულ გამოცდილებაზე.

ეს საქმიანობა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

  • ევროკავშირში ქართველ სტუდენტთა მასპინძელი უნივერსიტეტებისა და გაცვლით პროგრამებში ჩართული საქართველოს უნივერსიტეტების „მეპინგი“;
  • თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბება გაცვლით პროგრამებზე ინფორმაციის გასაზიარებლად და შესაბამისი სტრატეგიის შესამუშავებლად;
  • უცხოეთში ქართველი სტუდენტებისა და საქართველოში უცხოელი სტუდენტებისთვის ტრენინგებისა და ცხოვრების ნებართვასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;
  • ანგარიშის მომზადება გაცვლითი პროგრამებისა და სხვა საგანმანათლებლო საქმიანობების შედეგებსა და გავლენაზე.