აქტივობები

საინფორმაციო შეხვედრები უნივერსიტეტის სტუდენტებთან

ღონისძიება ითვალისწინებს მიგრაციისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას უნივერსიტეტისა და პროფესიული განათლების სტუდენტებთან თბილისში და საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში. პირველი შეხვედრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში  2018 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გაიმართა ENIGMMA 2-ის პროექტის გუნდის მიერ. ინიციატივებს 80-მდე სტუდენტი და აკადემიური წრის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიებები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან (PSDA) მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. შეხვედრების მიზანი საქართველოსა და მსოფლიოში მიგრაციასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების შესახებ ქართველი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება იყო. ასევე განხილული იყო მიგრაციის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ასპექტები, მათ შორის, რეგულარული მობილობის წარმოჩინება და არალეგალური მიგრაციის პრევენციის საკითხები.

შეხვედრების განხორციელება ასევე დაგეგმილია 2018/2019 წლების განმავლობაში.

შენგენი/ევროკავშირის განაცხადი

პროექტი ENIGMMA-ს ფარგლებში, PSDA-თვის შეიქმნა  მობილური აპლიკაცია „შენგენი/ევროკავშირის აპლიკაცია“. 2018 წლის თებერვალში, აპლიკაცია გადაეცა საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც უვიზო მიმოსვლის შესახებ ცნობიერების ამაღლების კოორდინატორს. ასევე, აპლიკაცია წარუდგინეს ფართო საზოგადოებას და მედია საშუალებებს. ღონისძიებას დაახლოებით 100-მდე მონაწილე დაესწრო. მობილური აპლიკაციის დახმარებით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის/ევროკავშირის ზონაში ყოფნის ვადებს თვალყური ადევნონ და გამოთვალონ დარჩენილი დღეები. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა შეძლონ 180 დღის პერიოდში 90 დღის სწორად გამოთვლა, რათა მათ უნებლიეთ არ დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. აპლიკაცია მარტივია. მისი მეშვეობით შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის ზონაში მგზავრობის ისტორიის შენახვა, დარჩენილი დღეების გამოთვლა, კონკრეტული მოგზაურობის შესახებ ვიზუალური ინფორმაციის  და მოგზაურობის ისტორიის გაზიარება სოციალური მედიის საშუალებით. აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა.

ცნობიერების ამაღლების მიზანმიმართული ზომები საქართველოში

განგრძობადობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტი ENIGMMA 2 მოიაზრებს საინფორმაციო კამპანიების ორგანიზებასა და განხორციელბას, ასევე მთავრობის მხარდაჭერას საქართველოს მოქალეებისთვის უვიზო მიმოსვლის წესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთოებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების კუთხით. 2018 წლის მარტში, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმის განხორციელების მესამე ფაზა გამოაცხადა. შესაბამისად, ENIGMMA 2-ის  2018 წლის საინფორმაციო კამპანია ითვალისწინება სამოქალაქო გეგმით განსაზღვრულ პრიორიტეტებს და ხელს უწყობს მის განხორციელებას.

ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გავლენის კონკრეტული ასპექტების გათვალისწინებით, როგორიცაა მაგალითად, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის განაცხადების შევსების მზარდი რაოდენობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში,  ასევე, მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების მუდმივი საჭიროება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესებისა და ვალდებულებების შესახებ,  მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ძირითადი გზავნილები დაკავშირებულია თავშესაფართან და მის გაგებასთან. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა ცდილობს კომუნიკაციის კამპანიისა და ძირითადი გზავნილების ეფექტის მაქსიმიზაციას, რათა ყველა შესაძლო მექანიზმი იყოს გამოყენებული ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით.

საინფორმაციო კამპანიის განმახორციელებელი დაწესებულებაა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. კამპანია გამიზნულია მთლიან საზოგადოებაზე, საქართველოს რეგიონებზე განსაკუთრებული აქცენტით, სადაც ყველა დიდი საჭიროება არსებობს.

მიმდინარე კამპანიის მიზანია ევროკავშირი-საქართველო ურთიერთობების შესახებ მცდარი მესიჯებისა და მითების დაპირისპირება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ არასწორი წარმოდგენების გავრცელების პრევენცია.

საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები განხორციელდა 2018 წლის მარტი-ნოემბერში პროექტი ENIGMMA 2-ის მხარდაჭერით და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. საჯარო დისკუსიები გაიმართა შერჩეულ უნივერსიტეტებში და საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტებში აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის/ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისთვის, მედია საშუალებებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის და გამყოფ ხაზთან მცხოვრები თემებისთვის. საერთო ჯამში 58  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს 9 რეგიონში: იმერეთი, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, გურია, ქვემო ქართლი, მცხეთა-თიანეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი.

თემატური ტრენინგენი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის (დაახლოებით 80 მონაწილე) და ავიაკომპანიებისთვის გაიმართა თბილისში, 2018 წლის მარტი-აპრილში. მონაწილეებს გადაეცათ დაბეჭდილი მასალები უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოთხოვნების შესახებ, რაც, მოგვიანებით, მგზავრებს დაურიგდათ.

მედია კამპანია მთელ ქვეყანაში განხორციელდა. ევროკავშირში უვიზოდ მგზავრობის, საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პროცედურების დარღვევის შედეგების შესახებ სწორი ინფორმაცია მიეწოდა სამოქალაქო საზოგადოებას, ფართო მასშტაბიანი მედია კამპანიის კომუნიკაციის სხვადასხვა არხების მეშვეობით: 1) საინფორმაციო კლიპების შემუშავება და სატელევიზო და რადიო არხებით გადაცემა – საერთო ჯამში, 21 რეგიონულ სატელევიზო და რადიო მაუწყებლობებში (10 რეკლამა თვეში თითოეულ მედია არხზე) (მარტი); 2) საინფორმაციო კლიპების გაშვება ყველაზე პოპულარულ რეგიონულ არხებზე თბილისში (მარტი); 3) ეთნიკური უმცირესობების ენებზე, აბხაზურად, ოსურად და რუსულად, ინფორმაციის გავრცელება სოციალური პლატფორმების, სოციალური მედიის, ვებ გვეერდების მეშვეობით (აპრილი); 4) რეგიონულ გაზეთებში უვიზო მიმოსვლის შესახებ (სტატიის შინაარსი წინასწარ შეთანხმდება პროექტი ENIGMMA 2-თან) სტატიების გამოქვეყნება (8 რეგიონული გაზეთი) (მარტი-აპრილი).

საინფორმაცი მასალები  შემუშავდა და დარიგდა საქართველოს ყველა რეგიონში, მთავარი ინფორმაციის მარტივი და გასაგები გზით წარმოჩინების და მიწოდების გათვალისწინებით. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო კამპანიის ძირითადი გზავნილების შესახებ კომუნიკაციის მასალების შექმნა კამპანიის ყველა ღონისძიებისთვის. პროექტი ENIGMMA 2-მა ხელი შეუწყო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს საკომუნიკაციო მასალების (ბროშურები, ლიფლეტები და სხვა დასარიგებელი მასალა) დამზადებაში, ხელი შეუწყო მათ დარიგებას კამპანიის ყველა ღონისძიებაზე და თარგმნას ეთნიკური უმცირესობების ენებზე. გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და ევროკავშირის დელეგაციასთან შეთანხმებული VLAP-ის შესახებ საინფორმაციო და საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის მხარდაჭერა

ინფორმაცია მიგრაციასთან დაკავშირებული თემების შესახებ, განსაკუთრებით კი, არალეგალური მიგრაციის საშიშროებების შესახებ, ყოველთვის ხაზგასმული იყო ICMPD-ის, პროექტის ბენეფიციარების ან პარტნიორების მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიების დროს. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემა სწორედ ერთი-ერთი საკითხია, რომელიც ხშირად განიხილებოდა საინფორმაციო შეხვედრებზე. მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო მასალების გამოყენება შეხვედრების დროს, რათა შესაძლებელი იყოს მოსახლეობისა და მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ თემაზე. ამიტომ, პროექტი ENIGMMA-ს მხარდაჭერით მომზადდა და დაიბეჭდა საინფორმაციო მასალები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციისთვის. მასალები დარიგდა სხვადასხვა შეხვერაზე როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს რეგიონებში. მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტი ENIGMMA-ა აგრძელებს ღონისძიების მხარდაჭერას. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან (სახელმწიფო ფონდი) თანამშრომლობით, პროექტი ENIGMMA 2-ის დახმარებით შემუშავდა ცნობიერების ამაღლების შემდეგი მასალები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხთან დაკავშირებით: ლიფლეტები, მაისურები, ჩანთები, ბლოკნოტები და კალმისტრები. მასალები დარიგდა სახელმწიფო ფონდის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და პროექტი ENIGMMA 2-ს გუნდის მიერ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გამართული შეხვედრების დროს. ღონისძიების მიზანია დანაშაულის პრევენცია და მოწყვლადი ჯგუფების, პოტენციური მსხვერპლების, ისევე როგორც საზოგადოების ინფორმირება ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი დახმარების პროგრამებისა და შესაბამისი სერვისების შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ გარემოებებში, თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობა არის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ევროკავშირის შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან.