შრომითი მიგრაცია

ბოლო წლებში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს პოლიტიკას შრომითი მიგრაციის შესახებ განსაკუთრებულად ლიბერალურად აფასებენ. ერთი მხრივ, ეს განაპირობა უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში მოზიდვის სურვილმა, საქართველოს მთავრობის მიერ ლიბერალური ეკონომიკური მოდელის დანერგვის მეშვეობით, მეორე მხრივ, ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ შრომითი მიგრაციის მართვის მარეგულირებელი და ინსტიტუციური ჩარჩო არასრულყოფილად ჩამოყალიბდა. საქართველო შრომითი უფლებებისა და შრომითი მიგრაციის შესახებ მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეა, მაგალითად: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, კონვენცია შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ, კონვენცია დასაქმების კერძო სააგენტოების შესახებ, ევროპის სოციალური ქარტია და სხვა. 2009 წლის ნოემბერში ევროკავშირის 16 წევრმა სახელმწიფომ და საქართველომ, პროექტის „ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისთვის“ (პარტნიორობა მობილურობისთვის) ფარგლებში, თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი; ასევე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების ხელშეწყობაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის, ცირკულარული მიგრაციის მეშვეობით. საქართველოს მთავრობა პრიორიტეტად მიიჩნევს ევროკავშირის ქვეყნებში ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობათა შექმნით ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობების შესრულებას. ასეთი შესაძლებლობები აღკვეთს „ინტელექტის გადინებას“ და ქვეყანაში ადამიანური რესურსების არაეფექტიან გამოყენებას. გარდა ამისა, საქართველოს სურს ხელშეკრულებების გაფორმება ცირკულარული მიგრაციის შესახებ და ამგვარად ხელი შეუწყოს მისი მოქალაქეების კანონიერ მიგრაციას და განამტკიცებს და დაიცავს მათ უფლებებს. ასეთი ხელშეკრულება (კერძოდ, ცირკულარული მიგრაციისა და პროფესიული მუშაკების ბინადრობის შესახებ) 2013 წლის ნოემბერში საფრანგეთთან გაფორმდა, თუმცა ჯერ ძალაში არ შესულა.

საქართველოს შრომით ბაზარზე წვდომა ასევე ლიბერალურად იმართება. არ არსებობს რეგულაცია, რომელიც შეზღუდავს მას. ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელებს არ სჭირდებათ სამუშაო ნებართვა.

საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია და მისი 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა ნათლად ასახავს, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში როგორც შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი, ისე შრომითი მიგრაციის პოლიტიკის განსახორციელებელი ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბება და შემდგომი განვითარება. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი სფერო ლეგალური მიგრაციაა. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს კანონიერი მიგრაციისა და იმიგრაციის შესაძლებლობათა განვითარებას. მეტიც, თავისი მოქალაქეების დროებითი და ლეგალური შრომითი მიგრაციის დადებითი შედეგების მისაღებად, ქვეყნის მთავრობა სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას ისახავს მიზნად. ლეგალური დასაქმების ხელშეწყობით, ხელისუფლება საფუძველს შექმნის შრომით მიგრანტთა სოციალური დაცვისა და ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად.

ზემოთ აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ (MoLHSA), შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი შეიმუშავა და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან და ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან მისი განხილვა დაიწყო. პროცესში ნათელი გახდა, რომ კანონპროექტის შემდგომი დახვეწის მიზნით, MoLHSA-ს ესაჭიროებოდა შრომითი მიგრაციის რეგულაციის შესახებ ევროკავშირში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

ICMPD-ის პროექტი ENIGMMA-ს მიმართეს თხოვნით გაეწია MoLHSA-თვის დახმარება შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტის გადახედვის პროცესში, მოეწოდებინა შესაბამისი კომენტარები, განესაზღვრა პრიორიტეტები და შესაბამისი ოპერაციული მექანიზმები და პროცედურები შრომითი მიგრაციისთვის საქართველოში დაშეემუშავებინა რეკომენდაციები არსებული საუკეთესო პრატიკის შესახებ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში შრომითი მიგრაციის მართვის კუთხით. შესაბამისად, პროექტი ENIGMMA-მ მოამზადა კანონპროექტის მიმოხილვა, რომელიც მოიცავდა კონკრეტულ კომენტარებს დოკუმენტის ირგვლივ, ისევე როგორც საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით პოლიტიკის შესახებ ზოგად რეკომენდაციებს. მიმოხილვა მომზადდა ევროკავშირის და შრომითი მიგრაციის ადგილობრივი ექსპერტების მიერ, ICMPD-ის შიდა ექსპერტიზის აქტიური ჩართულობით.

საქართველოს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ 2015 წლის 1 აპრილს მიიღეს და 2015 წლის 1 ნოემბერს შევიდა ძალაში. მას მოჰყვა შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომელიც 2015 წლის 7 აგვისტოს იქნა მიღებული და ასევე ძალაში შევიდა 2015 წლის 1 ნოემბერს. გარდა ამისა, 2015 წელს MoLHSA-ში შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. დეპარტამენტის მთავარი ფუნქცია საქართველოში დასაქმებული ადგილობრივი და უცხოური მუშახელის შრომითი პირობების მონიტორინგია.

2016 წელს პროექტმა ENIGMMA-მ გააგრძელა დახმარების გაწევა ამ სფეროში უცხოელთა 2016 წელს ინტეგრაციის შესახებ SCMI-ში ჩამოყალიბებული და MoLHSA-ს მიერ წარმართული სამუშაო ჯგუფისთვის დახმარების გაწევის გზით.