ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის ინსტიტუტების ფუნქციორებაზე

ამ ღონისძიების მთავარი ამოცანაა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება ევროპული ინტეგრაციის მიზნით, რაც უნდა მოხდეს ვროკავშირისა და საქართველოს ინსტიტუტების ერთმანეთთან დაკავშირების გზით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროექტის მიზანია SCMI-ს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება ზოგადად ევროკავშირის ინსტიტუტთა მექანიზმების ფუნქციონირებაზე; კერძოდ, მათი გათვითცნობიერება მიგრაციის პროცესში ჩართული ევროკავშირის ინსტიტუტების ფუნქციებსა და საქმიანობასთან მიმართებით. მეორე მხრივ, პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს მიგრაციის საკითხების ჰარმონიზაციას, გამოცდილების გაცვლას საქართველოში SCMI-ს წარმომადგენლებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის, ასევე, მათი შესაძლებლობების განვითარებას, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა მიგრანტთა უფლებები და ვალდებულებები, ევროკავშირის შრომით ბაზარზე მათი შესვლის მარეგულირებელი წესები, უვიზო რეჟიმის ფარგლებში მოქმედ უფლებათა ნებისმიერი სახის დარღვევისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. ამ ამოცანებს პროექტი განახორციელებს საქართველოს მთავრობის დიდი სურვილის გათვალისწინებით, შემოიღოს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმები, ხელი შეუწყოს ლეგალურ მიგრაციას და მიიღოს პოლიტიკის რეკომენდაციათა რეალური შედეგები.

ამ კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ასპექტებს:

–  თემატური საინფორმაციო გაცვლითი შეხვედრების/სემინარების ორგანიზება ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს ინსტიტუციებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველო-ევროკავშირის მიგრაციის საკითხთა ხელშეწყობასა და კოორდინირებაზე;

– SCMI-ის წევრი ორგანიზაციების მხარდაჭერა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვათა ჩატარებაში, ასევე, მონაცემთა და სამიზნე აუდიტორიის ანალიზის გაკეთებაში ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მიგრაციის საკითხებზე; კვლევებისა და ანალიზის შედეგად, სხვადასხვა თემატური აქტივობების მხარდაჭერა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობით;

– ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ერთობლივი საკონსულო საქმეების გაცვლითი შინაარსის პლატფორმათა ორგანიზება – კერძოდ, უვიზო რეჟიმის ამოქმედების გავლენაზე მონიტორინგისა და შეფასების შესახებ; ასევე, ევროკავშირსა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ ქვეყნებს შორის საკონსულო თანამშრომლობის გაღრმავება, რაც გულისხმობს აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეებისა და სატრენინგო ინსტიტუტების – დიპლომატიური და საგარეო საქმეთა სამინისტროს (MFA) აკადემიების -ჩართვას პროცესში.