ცნობიერების ამაღლება მიგრაციასა და მობილობაზე

ამ პროექტს გაუძღვებიან ICMPD-ის შიდა და გარე ექსპერტები, SCMI-ის სამდივნოსა და მიგრაციის მართვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. დაინტერესებული ეროვნული მხარეებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ექსპერტების იდენტიფიცირება მოხდება ინფორმაციის მიწოდების ძირითადი სფეროებისა და საუკეთესო პრაქტიკის (გამოცდილების) გათვალისწინებით. გარდა ამისა, მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების დაწყებამდე და შემდგომ, დაიგეგმება შესაძლებლობათა გაძლიერების ღონისძიებები, შედგება მათი პროექტი და განხორციელდება. ცნობიერების ამაღლებისა თუ შესაძლებლობათა გაზრდის მექანიზმები და ინსტრუმენტები შემუშავდება საქართველოში არსებულ კონკრეტულ ჯგუფებსა და ევროკავშირის შერჩეულ წევრ ქვეყნებზე.

ეს პროექტი მოიცავს:

  • საინფორმაციო სახის შეხვედრებს უნივერსიტეტის სტუდენტებთან;
  • ცნობიერების ამაღლებისთვის გამიზნული აქტივობებისა თუ მედიაკამპანიების შემუშავებასა და განხორციელებას;
  • საქართველოში ინფორმაციისა და ვიზუალური მასალების დახვეწა-გავრცელებას;
  • საქართველოში მიზნობრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს.