ცნობიერების ამაღლება

ICMPD თანამშრომლობს SCMI-ს სამდივნოსთან საქართველოში, მიგრაციის გზამკვლევის (სამუშაო სათაური) ჩამოყალიბების კუთხით და SCMI-ს მიერ დამტკიცებული 2013-2014 წლების საინფორმაციო კამპანიების „ლეგალური მიგრაცია – საუკეთესო არჩევანი“ კონცეფციაზე დაყრდნობით. ეს ერთგვარი ბროშურა-გზამკვლევია პოტენციური მიგრანტებისა და დაბრუნებული ემიგრანტებისთვის. მასში მოცემული იქნება ინფორმაცია საქართველოში სავიზო პროცეუდრებზე, ბინადრობის ნებართვაზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა, თანამემამულეთა და ლტოლვილთა სტატუსზე, ჰუმანიტარული სტატუსსა და საქართველოში ნატურალიზაციის მეშვეობით მოქალაქეობის მიღებასა და მის შეწყვეტაზე. გზამკვლევი ასევე მოიცავს ცნობებს ქვეყნის დროებით ან მუდმივად დატოვების სამართლებრივი გზების შესახებ – როგორ შეუძლია საქართველოს მოქალაქეს შესაბამისი საბუთების მიღება და ა. შ. მეტი ეფექტიანობისათვის იგი გადაითარგმნება სხვადასხვა ენაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს