დიასპორის პოლიტიკა

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით დაფარული მიგრაციის მართვის მიმართულებები ასევე მოიცავს დიასპორის პოლიტიკის მართვას. ევროკავშრსა და საქართველოს შორის მობილურობის პარტნიორობის თანახმად, ქართული დიასპორის ჩართვა ქვეყნის განვითარებაში უნდა აისახოს მიგრაციის პოლიტიკაში. შესაბამისად, ENIGMMA გეგმავს, სხვადასხვა მიმართულებით დაეხმაროს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დიასპორის ჩართულობის გასაძლიერებლად.

განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებებია:

  • მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობის 2015-2017 წლების პროგრამის შემუშავება;
  • დიასპორის დაჯილდოების კონცეფციის პილოტირება მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობის პროგრამის ფარგლებში 2017 წელს;
  • დიასპორის ონლაინ სკოლისათვის დისტანციური გაკვეთილების დანერგვა;
  • მონაწილეობა დიასპორის სტრატეგიაზე ეროვნული საბჭოსა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში;
  • დახმარება დიასპორის ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებაში და აქტიური ჩართულობა დიასპორის გლობალურ კვირაში 2016 წელს;
  • დიასპორის აპარატის ვებგვერდის რეკონსტრუქცია;
  • დიასპორის შიდა რეესტრის ჩამოყალიბება

ICMPD/ENIGMMA პროექტი უზრუნველყოფს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტთა ჩართულობას ზემოხსენებული აქტივობების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში.

დიასპორის პროფესიული ფორუმი, 2015 წლის მაისი

დიასპორის ეკონომიკური ფორუმი, 2015 წლის ოქტომბერი

დიასპორის პროფესიული ფორუმი, 2016 წლის ოქტომბერი

დიასპორის ფორუმი, 2016 წლის ნოემბერი

საპატიო ორდენი ქართული დიასპორის ჩართვისთვის

საქართველოს მაღალპროფილური დიასპორის ჩართვის პროგრამა