პროექტ ERGEM-ის პუბლიკაციები

ERGEM-ის სიტუაციური ანალიზი

2014 წლის 2 მაისს ქ. თბილისში გამართულ ღონისძიებაზე ICMPD-ის მიერ, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ოფისთან თანამშრომლობით წარმოდგენილ იქნა ERGEM-ის სიტუაციური ანალიზი „საქართველოს დიასპორა და მიგრანტთა გაერთიანებები გერმანიაში, საბერძნეთსა და თურქეთშიტრანსნაციონალური რეალობა და კავშირი საქართველოსთან.“ ღონისძიებას ესწრებოდნენ მიგრაციის საკითხებზე მომუშავე როგორც სახელმწიფო ისევე, კვლევითი და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები. კვლევა წარმოადგენს ქართული დიასპორის, გერმანიაში, საბერძნეთსა და თურქეთში მიგრანტთა საზოგადოებების და ქართული დიასპორის პოლიტიკის ღრმა ანალიზს. იგი მოიცავს სავარაუდო ტენდენციების მიმოხილვას და რეკომენდაციებს, იმის შესახებ თუ როგორ შეუძლია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს ქართული დიასპორის ეფექტური ჩართულობის გაზრდა. კვლევა განხორციელდა პროექტის“ემიგრანტთა როლის გაძლიერება საქართველოში“ (ERGEM) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და თურქეთის სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული. ERGEM პროექტი ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ, ICMPD-თან და პროექტის სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, რაც მოიცავს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

კვლევა ხელიმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე.

სრული პრეს რილიზი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

 

ERGEM მიგრანტებისა და დიასპორის წევრებისათვის საკონსულტაციო პროგრამის ორგანიზების გზამკვლევი 

პუბლიკაცია, მიგრანტებისა და დიასპორის წევრებისათვის საკონსულტაციო პროგრამის ორგანიზების გზამკვლევი, პროექტის, „ქართველ მიგრანტთა როლის გაძლიერება სამშობლოში“ (ERGEM) საბოლოო შედეგია. სახელმძღვანელო კონსულტაციის გაწევის ეტაპობრივ ინსტრუქციას (ჩამოყალიბება, დანერგვა და შეფასება) მოიცავს, შესაბამისად იგი საუკეთესო მექანიზმია სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, რომელთა მოვალეობაც ქვეყნიდან მიგრანტებთან და დიასპორის წევრებთან კავშირია. ასეთი ღონისძიებები სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს სერვისები და ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფ მიგრანტებს და დიასპორის წარმომადგენლებს ეფექტურად მიაწოდონ. სახელმძღვანელო ეხმარება საჯარო მოხელეებს ორგანიზება გაუწიონ ამ საინფორმაციო ღონისძიებებს, ასევე გააუმჯობესონ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი საზოგადოების ამ ფენის დასაცავად და უზრუნველყონ თავიანთი წარმომავლობის ქვეყნის განვითარებაში მათი ჩართულობა.

პუბლიკაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე.

პროექტი ERGEM-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.