ICMPD -ის მიმდინარე რეგიონალური პროექტები

საზღვრის მართვის პროგრამა ცენტრალურ აზიაში (BOMCA)

მიზანი: ცენტრალურ აზიაში საზღვრის მართვის ეფექტურობის გაზრდა საზღვრის ინტეგრირებული მართვის (IBM) დანერგვის მეშვეობით, მიგრაციის მართვის, მობილურობისა და ვაჭრობის პოლიტიკის შემუშავებასა და რეფორმირების პროცესის მხარდაჭერა, სასაზღვრო და მიგრაციის სააგენტოების შესაძლებლობების გაძლიერება, და ამავდროულად უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე.

პროგრამის პარტნიორები: პარტნიორთა კორსორციუმი ლატვიის სახელმწიფო სასაზღვრო არმიის ხელმძღვანელობით

ხანგრძლივობა: 2015-2020

www.bomca-eu.org                 bomca@icmpd.org           fb: @BOMCAPROGRAMME

მიგრაციის და საზღვრის მართვის ხელშეწყობა სომხეთში (MIBMA)

მიზანი: სომხეთში მიგრაციის და საზღვრის მართვის მიახლოება ევროპული მართვის სტანდარტებთან იმისათვის, რომ გაიზარდოს უსაფრთხოება, მოხდეს ვაჭრობის ხელშეწყობა და ევროკავშირსა და სომხეთს შორის შესაძლო ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგის ხელშეწყობა.

თანამონაწილე პარტნიორი: UNDP სომხეთში

ხანგრძლივობა: 2016-2020

www.mibma.eu                 mimba@icmpd.org                  fb: @ICMPDinArmenia

მიგრაციის ეროვნული პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა ბელორუსში

მიზანი: ხელი შეუწყოს ბელორუსის რესპუბლიკის მთავრობას მიგრაციის ეროვნული პოლიტიკის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული კონცეფციის შემუშავებაში, რაც გააუმჯობესებს მიგრაციის მენეჯმენტსა და მმართველობას, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

ხანგრძლივობა: 2019-2020

რეინტეგრაციის მხარდაჭერა აზერბაიჯანში (RESTART)

მიზანი: რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა აზერბაიჯანში ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერების გზით, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში დაბრუნებისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესს.

თანამონაწილე პარტნიორები: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიგრაციის სახელმწიფო სამსახური

დაფინანსებულია: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნიდერლანდების სამეფოს იუსტიციის სამინისტროს, რეპატრიაციისა და გამგზავრების სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს მიერ.

ხანგრძლივობა: 2019-2020

restart@icmpd.org                                 fb: @ICMPDinAzerbaijan

 პოლიციის რეფორმების მხარდაჭერა მოლდოვას რესპუბლიკაში

მიზანი: პოლიციის რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა მოლდოვაში. რეფორმა გათვალისწინებულია პოლიციის განვითარების 2016-2020 წლების სტრატეგიაში და ევროკავშირის პოლიციის რეფორმის ბიუჯეტის მხარდაჭერის 2017-2020 წლების პროგრამაში.

პროექტის პარტნიორები: გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი (IRZ) „ბიზნესი & სტრატებიები ევროპაში“ Business & (B&S) ხელმძღვანელობით.

ხანგრძლივობა:  2018-2021